logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპის იმუნიზაციის კვირეული 22-26 აპრილი 2014 წელი

იმუნიზაცია ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებისაგან.

ინფექციებთან ბრძოლაში პირველი წარმატებები მიაღწეულ იქნა უფრო ადრე, ვიდრე დაავადებათა გამომწვევები იქნებოდა აღმოჩენილი. მხედველობაშია ცნობილი ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის, 1796 წელს შექმნილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ლუი პასტერის მიერ 1885 წელს შექმნილი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ჯენერისა და პასტერის მიგნებები შემთხვევით ხასიათს ატარებდნენ. მეცნიერებს კიდევ დიდი დრო და შრომა დასჭირდათ ყველაფრის გასაგებად და გამომწვევებთან გეგმაზომიერი და თანმიმდევრული ომის გამოსაცხადებლად.

ამჟამად ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ხელთ გვაქვს ერთერთი ძირითადი საშუალება - ვაქცინაცია, რომელიც სხვა მეთოდებს შორის უძველესი და სანდოა. იმუნიზაცია, როგორც მეცნიერებაუკვე ცნობილია 200 წელი და აქამდე ერთგულად ემსახურება კაცობრიობას. ვაქცინაციის წყალობით დამარცხებულია ყვავილი, თითქმის განადგურებულია პოლიომიელიტი, მკვეთრადაა შემცირებული წითელათი, ცოფით და წითურათი ავადობა. ამ ვირუსულ დაავადებებთან ერთად აღნიშვნის ღირსია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები - შავი ჭირი, ქოლერა, ტუბერკულოზი, დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ტულარემია, ჯილეხი - აი არასრული სია დაავადებებისას, რომელთან ბრძოლაშიც გაიმარჯვეს ვაქცინებმა.

ვაქცინების შესახებ

დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლა ეფექტური აღმოჩნდა მათივე საშუალებით. საჭირო იყო მხოლოდ გვესწავლა, როგორ მოგვესპო მათში დამაავადებელი თვისებები. გამომწვევთა ასეთ უვნებელ „ორეულებს“  ეწოდებთ ვაქცინები. ვაქცინა ორგანიზმში შეყვანისას არ იწვევს დაავადებას და, ასე ვთქვათ, ასწავლის მას გაუმკლავდეს თავის საშიშ „მოძმეებს“. ანუ ასე ვითარდება ხელოვნურად შექმნილი ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტი. მისი  ხანგრძლივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

ზოგადი ინფორმაცია მართვადი ინფექციების შესახებ

 იმუნიზაცია ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას წარმოადგენს და მისი  მიზანია მოსახლეობის დაცვა ინფექციური დაავადებებისაგან. მსოფლიოში იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამის (იგპ, EPI) ფარგლებში 20 წლის განმავლობაში ვაქცინაციით ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის სულ ცოტა 3 მილიონი შემთხვევა. ამას გარდა, ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვია გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დარღვევებსაგან.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მსოფლიოში

80–იან წლებში ავადდებოდა:

•წითელათი 25 მლნ ადამიანი, ხოლო კვდებოდა 2,5 მლნ;

•ყივანახველათი  – 700 000 ადამიანი;

•ახალშობილთა ტეტანუსით – 1,1 მლნ ადამიანი;

•პოლიომიელიტით ინვალიდდებოდა 500 000 ადამიანი;

 დღეს ყოველწლიურად:

•ტეტანუსით ავად ხდება 300 000 – 500 000 ადამიანი, აქედან იღუპება 45%.

•წითელათი მეტი ბავშვი იღუპება ვიდრე საომარი მოქმედებებისას და შიმშილობის შედეგად,

•2001 წელს აღირიცხა 30 მლნ წითელას შემთხვევა და მ.შ. გარდაიცვალა 745 000;

•ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვი იღუპება პნევმოკოკური და როტავირუსული ინფექციებით

აცრების შედეგად:

•ყვავილი, ლიკვიდირებულია 1978 წელს. ყოველწლიურად მსოფლიოში კვდებოდა 5 მილიონამდე ადამიანი.

•ამერიკის რეგიონში 2002 წელს მოხდა წითელას ლიკვიდაცია ზუსტად 12 წლის განმავლობაში. 1990 წელს ამ რეგიონში დაფიქსირდა წითელას მასშტაბური აფეთქება - დაავადების 250 000-ზე  მეტი  და გარდაცვალების 10 000-ზე მეტი შემთხვევა;

•წითელას საწინააღმდეგო აცრების შედეგად სიკდილს გადაურჩა 2 მლნ–ზე მეტი ბავშვი, ხოლო დაინვალიდებას 350 000 ბავშვი;

•1988 წლიდან პოლიემიელიტის ინციდენტობა შემცირდა 99%–ით ანუ 350 000 შემთხვევიდან 1352 შემთხვევამდე 2010 წლისათვის;  მხოლოდ სამი ქვეყანა (ავღანეთი,  ნიგერია და პაკისტანი) რჩება პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად, მაშინ როდესაც  1988 წელს მათი რიცხვი შეადგენდა 125-ს;  

•2002 წელს ევროპის რეგიონი და მათ შორის საქართველო გამოცხადდა პოლიმიელიტისაგან თავისუფალ ზონად. ქვეყანაში ველური პოლიომიელიტის ვირუსით გამოწვეული ბოლო ადგილობრივი შემთხვევა  აღრიცხული იქნა 1992 წელს, ხოლო შემოტანილი შემთხვევა - 2001 წლის ბოლოს.

• ნეონატალური  ტეტანუსით გარდაცვალების 790 000 შემთხვევიდან (1988 წელი), შემცირდა 59 000-მდე

იგპ-ს ფარგლებში ვაქცინების უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის მომზადდა ჯანდაცვის მილიონობით სპეციალისტი, შეიქმნა ცივი ჯაჭვის“ სისტემა, ვაქცინებით უზრუნველყოფის და მათი ხარისხის კონტროლის გლობალური სისტემა, ასევე დანერგილია ლაბორატორიული და ეპიდზედამხედველობის ქსელი.

რომელი დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდება აცრები

დროულად ჩატარებული აცრები ვაქცინაციით მართვადი დაავადებების   პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

პროფილაქტიკური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის (თავდაცვის უნარის) ჩამოყალიბებას კონკრეტული დაავადების მიმართ. მშობელმა უნდა იცოდეს რატომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა  აიცრას ბავშვი.

ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #183/ნ 25.06.2010წ). რუტინული ვაქცინაციის სქემა დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე. 

სახელმწიფო უზრუნველყოფს 11 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, ბ ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის და  ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ საწინააღმდეგო ვაქცინაციას. 2014 წლიდან დაგეგმილია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა. ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკა ხორციელდება 8  ვაქცინის საშუალებით, ესენია: BCG (ტუბერკულოზი), Hep B ( ბ ჰეპატიტი), DPT-HIb-HepB (დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ, ბ ჰეპატიტი) DT (დიფთერია, ტეტანუსი), Td (ტეტანუსი, დიფთერია), OPV (პოლიომიელიტი), MMR ( წითურა, წითელა, ყბაყურა), და Rota (როტავირუსული ინფექცია);

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით საქართველოში:

BCG აცრა კეთდება დაბადებიდან 0-5 დღის განმავლობაში;

Hep B (მონო)  - დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში;

DPT-HIb-HepB  - 2.3.4 თვის ასაკში;

OPV  - 2, 3, 4, 18 თვის, 5 წლის ასაკში;

ROTA  - 2, 3 თვის ასაკში;

MMR -  12 თვის და 5 წლის ასაკში;

DT – 5 წლის ასაკში;

Td -  14 წლის ასაკში  და შემდეგ ყოველ 5 წელიწადში 55 წლის ასაკამდე.

იმუნიზაცია სრულყოფილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ:

-            1 წლამდე ასაკში ბავშვს ჩატარებული აქვს 10  აცრა: ბცჟ, ჰეპ ბ(0),

        3 (დყტ+ჰეპ +ჰიბ), 3 ოპვ და 2 როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრა

-           1 წლიდან 2 წლამდე ასაკში 3 აცრა: წწყდყტ და ოპვ

-           5 წლის ასაკში 3 აცრა: დტ, ოპვ და წწყ;

-           14 წლის ასაკში 1 აცრატდ.

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – ბავშვს სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისაგან, რომლის წინააღმდეგაც მას აცრები ჩაუტარდა.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამოდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

დაუშვებელია აცრების გადავადება ისეთი ცრუ უკუჩვენებების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდოალერგია, ქრონიკული დაავადებები და ..

საქართველო განაგრძობს ახალი ვაქცინების დანერგვას ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში. 2013 წელს  დაიწყო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2014 წლიდან GAVI-ს  მხარდაჭერით იგეგმება პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.

იმუნიზაციის უსაფრთხოება

თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას აქვს იმუნიზაციის შემდეგ არასასურველი მოვლენების განვითარების იშვიათი რისკი.

იმუნიზაციის შემდეგ განვითარებული არასასურველი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდაოა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება  აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი.

აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38.50C-მდე, შეინიშნებოდეს ზოგადი აგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს.

აცრის შემდგომ არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული  და სერთიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და/ან კომპანიისა, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლით. თუმცა ვაქცინის ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვაქცინირებული პირის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე სრულყოფილი იმუნიტეტის გამომუშავების თვალსაზრისით.  პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, რადგან ამ ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის  პროგრამის ფარგლებში;

ვაქცინის  ეფექტურობასა  და უსაფრთხოებაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ვაქცინაციის პროცესის განხორციელების  წესების  დაცვა, ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების  შესაბამისი პირობების  უზრუნველყოფა ვაქცინის მოწოდების ყველა ეტაპზე მწარმოებლიდან   მიმღებ ორგანიზმამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ აცრები ტარდება ერთჯერადი ავტობლოკირებადი შპრიცების  საშუალებით იმუნიზაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ყოველივე ზემოთაღნიშნული, მომსახურების მიწოდების სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორთან ერთად, განაპირობებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურობას და მის პრაქტიკულ  უსაფრთხოებას.

ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ შესახებ

2015 წლისათვის ევროპის რეგიონში უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის  ძირითადი სტრატეგიებია:

 - წითელა/წითურას  შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის  მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში  ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;

 - აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულთათვის   იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;

 - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის  გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის  და დადასტურების მიზნით;

ევროპის რეგიონში წითელას ელიმინაციის ფარგლებში, 2008 წელს საქართველოში ჩატარდა იმუნიზაციის მასობრივი კამპანია. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით აცრას ექვემდებარებოდა 6 -27 წლის ასაკის მილიონამდე ადამიანი. კამპანიის მოცვის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 50,48%,  ხოლო ქალაქ თბილისში  აიცრა მხოლოდ კონტინგენტის   16%. ერთერთი ძირითადი ფაქტორი, რამაც განაპირობა საზოგადოების უნდობლობა აცრის მიმართ, იყო სატელევიზიო მედიის დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული გამოსვლა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში.

აცრების კალენდრის მიხედვით, 2004 წლიდან წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია წარმოებს 1 და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურის (წწყ) ვაქცინით. გარდა ამისა,  2004-2007 წლებში ჩატარდა მცირე კამპანიური ხასიათის აცრები წწყ ვაქცინით 13-14 წლის ასაკის მოზარდებში და ამის ძირითადი მიზეზი გახდა, ის რომ 1991-1994  წწ საერთოდ მოშლილი იყო გეგმიური ვაქცინაციის პროცესი.

2004-2005 წლებში დაფიქსირდა წითელას დიდი ეპიდაფეთქება საქართველოში - 8 391 შემთხვევა, რომელთაგან  9 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. 

ბოლო წლებში, დაგროვდა რუტინულად (გეგმიურად) არასრულყოფილად ვაქცინაცირებულთა საკმაოდ დიდი კოჰორტა  (დაახლოებით 40 000), რომლის 32%  დედაქალაქის მოსახლეობაზე მოდის. 2009 წელს ჩატარებული სეროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, არაიმუნურია 10-40 წლის ასაკის დაახლოებით 300 000 ადამიანი. ასევე დაბალი იყო  რუტინული ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელი 2012 წლისათვის.  ყოველივე ამან   განაპირობა 2013-2014 წლებში წითელას მიმართ ეპიდსიტუაციის გამწვავება.

2013 წელს წითელას შემთხვევების უჩვეულო მატება დაიწყო თებერვალში (59 შემთხვევა) და მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია მაისში (2410 შემთხვევა). გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან (როგორც ეპიდზედამხედველობის, ასევე იმუნიზაციის მიმართულებით) და ინფექციის სეზონურობიდან გამომდინარე, ქვეყანაში ივნისიდან აღინიშნა დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია, მაგრამ 2013 წლის დეკემბრიდან ისევ დაფიქსირდა დაავადების შემთხვევების მატება  და 2014 წლის იანვრიდან დღემდე 1178 (ინციდენტობა-26,3) შემთხვევა არის აღრიცხული. 2013 წელს დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ისევე როგორც 2013 წელს, 2014 წელშიც დაავადების შემთხვევები აღირიცხა თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შემთხვევების რაოდენობა ისევ და ისევ ყველაზე მაღალია 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში (346 შემთხვევა, 29,4%), ხოლო ინციდენტობა ყველაზე მაღალია 0-1 წლის ასაკობრივ ჯგუფში (138 შემთხვევა, ინციდენტობა - 244,7). მიმდინარე წელს ჰოსპიტალიზირებულია  493 (41,8%) დაავადებული. ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადების 264 (22,4%) შემთხვევა.

რაც შეეხება შემთხვევების რაოდენობას და შესაბამისად ინციდენტობას რეგიონულ ჭრილში, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ყველაზე მაღალი ავადობით გამოიჩევა

-         თბილისი (499 შემთხვევა; ინციდენტობა - 42,6);

-         სამეგრელო (157 შემთხვევა; ინციდენტობა - 32,9)

&

http://www.ncdc.ge

2014.04.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006