logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმები ორსულთა სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი სიახლეებს იწონებენ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ორსულთა ფოლიუმის მჟავით და რკინის შემცვლელი პრეპარატებით უზრუნველყოფის შესახებ ექიმები ეხმაურებიან. 

პედიატრი ქეთი ნემსაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პრეპარატების მიღება ორსულებში არის აუცილებელი და კარგია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს არა მარტო მედიკამენტებით უზრუნველყოფას, არამედ მათ რეკლამირებასაც.

მისივე თქმით, ბევრ ორსულს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო განათლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის და მისი შვილისთვის რკინა და ფოლიუმის მჟავა, ბევრი კი ექიმის რეკომენდაციას არ ითვალისწინებს ამ პრეპარატების მიღების შესახებ.

„საჭიროა ინფორმაციის მიღება, რასაც სწორედ სახელმწიფოს მხრიდან ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს. კონკრეტულად, ყველა მომავალმა დედამ უნდა იცოდეს, რომ თუ მისი ორგანიზმი ორსულობის დროს არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას და რკინის შემცვლელ პრეპარატებს, არის დიდი რისკი, ახალშობილებში განვითარდეს ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის ზურგის ტვინის თიაქარი, ნერვიული მილის დარღვევა, ჟანგბადის უკმარისობა, ამასთანავე, ახალშობილი იბადება მცირე წონით და ჯანმრთელობის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა აქვს“, – განაცხადა პედიატრმა.

ნემსაძე ძუძუთი კვების აუცილებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროცესი ახალშობილს შესაძლო რისკებისგან იცავს. მისივე თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ  ხელოვნური კვება არ არის ბუნებრივი კვების ადეკვატური და ბავშვებში, რომლებიც მხოლოდ ხელოვნურად იკვებებოდნენ, 10%–ით შეფერხებულია ინტელექტუალური განვითარება. 

როგორც ცნობილია, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის" სახელმწიფო პროგრამას ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი დაემატა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების მიზანია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, რკინადეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული პერინატალური სიკვდილიანობის, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება. პროგრამის ახალი კომპონენტი ითვალისწინებს, ანტენატალურ პერიოდში ორსულ ქალთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის შესახებ, კერძოდ ფოლიუმის მჟავითა და რკინის შემცველი პრეპარატებით უზრუნველყოფა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. ამ მიზნისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 510 ათასი ლარი გამოიყო.

http://commersant.ge

2014.04.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006