logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილს დახურვა ემუქრება

სტომატოლოგიურ კლინიკებში სანიტარულ ჰიგიენური ნორმების გამკაცრების აუცილებლობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან კლინიკა “ლაივ დენტში”, თუმცა კლინიკის დაფუძნებელი ამბობს, რომ სტომატოლიგური კაბინეტის ფართის სტანდარტის 14 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა მათ საქმიანობას არარენტაბელურს გახდის. „ლაივ დენტის“ დამფუძნებელი კომერსანტთან აცხადებს, რომ კლინიკების მესაკუთრეების უმრავლესობას ფართები იჯარით აქვთ აღებული.

შესაბამისად კაბინეტის ფართობის 14 კვადრატულ მეტრამდე გასაზრდელად მათ კლინიკაში ხელახალი რემონტი, კაბინეტებისა და სავრძლების შემცირება და დასაქმებული პერსონალის სამსახურიდან გათავისუფლება მოუწევთ. თამარ ყურაშვილის თქმით, კლინიკა „ლაივ დენტში“ კაბინეტების ფართობი მინიმუმ 8 კვადრატული მეტრია, რაც ევროპასა და ამერიკაში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება.

კლინიკა „ბელა დენტის“ დამფუძნებელიც ამბობს, რომ უკვე აწყობილი კლინიკებისთვის რეკოსტრუქცია ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედი აქვს, რომ სამინისტრო სწორ მიმართულებას მისცემთ და ყველა ცვლილება ეტაპობრივად მოხდება. „ბელა დენტში“ რეგულაცების გამკაცრებას დეზინფექციასა და ჰიგიენასთან დაკავშირებით მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მხრიდან ჩარევა აუცილებელია. სტომატოლოგთა ასოციაციაში სისტემაში არსებულ ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემოღების პირველი ნაბიჯი სტომატოლოგიური კაბინეტის ფართის 14 კვადრატულ მეტრამდე გაზრდა არ უნდა იყოს.

ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგელაშვილი ამბობს, რომ სფეროში ბოლო 10 წელია უკონტროლო ვითარებაა. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა მომსახურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მისასალმებელია.

სტომატოლოგთა ასოციაცია სამინისტროს მხრიდან კომუნიკაციის არარსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია სამინისტრომ რეგულაციების ამოქმედებამდე გაზარდოს გარდამავალი პერიოდი და ყველა ცვლილება ასოციაცასა და წამყვან ექიმ-სტომატოლოგებთან შეთანხმების საფუძველზე განხორციელდეს. სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მტკიცებით, სტომატოლოგიური კაბინეტის მინიმუმ 14 კვადრატული მეტრი ფართობის ცნება მოძველებულია და წამყვან ევროპულ ქვეყნებში სტომატოლოგიური კაბინეტისთვის დადგენილი სტანდარტი მინიმუმ 8 კვადრატული მეტრიდან იწყება.

გოგელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თუ ცვლილება კლინიკებს კაბინეტის ფართის 14 კვადრატულ მეტრამდე გაზრდას აიძულებს, კლინიკების ნაწილმა ბაზარზე საქმიანობა შეაჩეროს. სამინისტრო სტომატოლოგიური კლინიკებისათვის ახალი წესების ამოქმედებას პირველი მაისიდან აპირებს. რამდენიმე თვის წინ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა ბურდულაძე აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ახალი რეგულაციების შემოღებაზე მუშაობდა, რადგან პრობლემა მართლაც არსებობდა.

„პრობლემა ისაა, რომ დღეს საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა უპრობლემოდ შეიძლება და არც მისი საქმიანობის კონტროლი მიმდინარეობს. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“,- აცხადებდა ირმა ბურდულაძე.

http://commersant.ge

2014.04.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006