logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონფერენცია ნარკოტიკებისგან ზიანის შემცირებაზე

21-22 მაისს სასტუმრო "ვარაზში" ნარკოტიკული ნივთიერებების შედეგად მიღებული "ზიანის შემცირების" პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში 14 ორგანიზაცია, მათ შორის, შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობები, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, პარლამენტმა უკვე შეიმუშავა ნარკოტიკებთან და ნარკომანიის წინააღმდეგ გასატარებელი ძირითადი მიმართულებები. "მთავარია, ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონი გამკაცრდეს, ხოლო მომხმარებელთა მიმართ ლიბერალური დამოკირებულება უნდა იყოს," - განაცხადა წერეთელმა.
"ზიანის შემცირების" პირველი ეროვნული კონფერენციის ძირითადი მიზანი და სასაუბრო თემა ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მიღებული ზიანის შემცირება, შპრიცების გაცვლის პროგრამა, ნებაყოფლობითი კონსულტაცია და ტესტირება, საერთაშორისო და ადგილობრივ პერსპექტივებზე ზრუნვაა. კონფერენციაზე შეაფასეს ამ სფეროში მიღწეული წარმატებები და საქმიანობის დროს წარმოქმნილ ბარიერებზე ისაუბრეს.
აქცენტი მეტადონით ჩანაცვლებით მკურნალობაზე გაკეთდა. ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორმა სამეცნიერო დარგში ხათუნა თოდაძემ და ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო პროგრამის ტექნიკურმა მრჩეველმა ლეონიდ ვლასენკომ პროგრამის არსებობა საქართველოში დადებითად შეაფასეს.
"გლობალური ფონდის ჩანაცვლებითი პროგრამების დაფინანსების მიზანი შიდსის გავრცელების პრევენციაა. ეს პროგრამა 3 რეგიონში მუშაობს და 210 ნარკომანიით დაავადებული ადამიანი მკურნალობას უფასოდ გადის," - ამბობს ხათუნა თოდაძე.
"სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ დახმარებას ვისურვებდით. პირველი რეალური ნაბიჯი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გადადგა, 2007 წლიდან ჩანაცვლებითი თერაპიის თანადაფინანსებაა. ჩვენი სურვილია გაცილებით დიდი იყოს სახელმწიფოს როლი ზიანის შემცირებისას," - ამბობს ზიანის შემცირების ქსელის ხელმძღვანელი საქართველოში დავით ოთიაშვილი.

ლანა ბერიძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.05.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006