logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2 –აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა

აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში.

აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში; იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის. აუტიზმი 500-იდან 1 ბავშვს აღენიშნება. აუტიზმის მიზეზი დადგენილი არ არის და ჯერ-ჯერობით არ იკურნება.

აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი მიღებულ ინფორმაციას სხვაგვარად ამუშავებს და რეაგირებს. ჩვეულებრივ აუტიზმის მქონე ადამიანის ტვინი სხვაგვარად ამუშავებს შეგრძნებებით (მხედველობა, გემო, ყნოსვა, შეხება, სმენა) მიღებულ ინფორმაციას. თითოეული ეს შეგრძნება შესაძლოა იყოს ჰიპერ-სენსიტიური (ზედმეტად მგრძნობიარე) ან ჰიპო-სენსიტიური (ნაკლებად მგრძნობიარე) და შეგრძნების ხარისხი შეიძლება იცვლებოდეს დღიდან დღემდე ან დღის განმავლობაში. როგორც ჩანს, ტვინსა და გრძნობის ორგანოებს შორის კავშირი არასრულყოფილია და ის ხან მუშაობს, ხან არა.

აუტიზმი არ არის წინაღობა აქტიური ცხოვრებისთვის. ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპი.

Autism and work. Together we can

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ  გამოაცხადა, ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს  ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის  შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა  შეფასდა  მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად  და მნიშვნელოვან  გამოწვევად.

2014 წელს ევროპის აუტიზმის ასოციაცია აწარმოებს კამპანიას, რათა აამაღლოს ევროპელების ცნობიერება, რომ აუტიზმით მცხოვრები მოზარდები საჭიროებენ განათლებას და დასაქმებას. 

რა არის ამისთვის საჭირო:

განათლება - იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ აუტიზმით, მოახერხონ საზოგადოებაში ინტეგრაცია და გახდნენ მისი აქტიური წევრები, აუცილებელია უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რომლებიც გაითვალისწინებენ ამ ადამიანების მოთხოვნილებებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სკოლის შემდგომი პროფესიული განათლების კურსების შექმნას და პოპულარიზაციას.

სამუშაო - კვლევებმა აჩვენა, რომ 76-90% აუტიზმით მცხოვრები ადამიანებისა უმუშევარია;

უნიკალური უნარები - აუტიზმით მცხოვრებ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური უნარები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალი ხარისხის სამუშაოების შესასრულებლად, რაც ფასეულია მათი დამსაქმებლისთვის;

ინვესტიცია - საჭიროა მთავრობის და კერძო სტრუქტურების ინიციატივა, რათა მოხდეს აუტიზმით მცხოვრები ადამიანების განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება.

სოციალური ინტეგრაცია - აუტიზმით მცხოვრები ადამიანები ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციას. განათლება და დასაქმება საშუალებას მისცემს მათ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ქონდეთ საზოგადოებასთან და არ იყვნენ დამოკიდებულები ოჯახსა და სოციალურ დახმარებაზე.

http://www.ncdc.ge

2014.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006