logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    24 მარტი - ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

2014 წლის 24 მარტს 11:00-13:00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  ტუბერკულოზის პრევენციის პროგრამის ხელშეწყობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში ატარებს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით

გამოავლინე სამი მილიონი

შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  მისიის დირექტორი. ასევე, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების  და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

კონფრენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დიმიტრი ხუნდაძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი ბატონი სტივენ ჰეიკინი.

პრეზენტაციას გააკეთებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი, საქართველოს სასჯელაღასრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი.

ყოველწლიურად 24 მარტს  ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღთან დაკავშირებით აღინიშნება, როდესაც რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

ტუბერკულოზის მსოფლიო დღის გლობალური მიზანია დაავადების დროული გამოვლენა, მკურნალობა  და განკურნების ხელშეწყობა. საჭიროა დაჩქარდეს ტექნოლოგიური პროგრესი, რათა სრულად აღმოიფხვრას ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობა. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პროგრამები, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს ყველამ, ვისაც ეს სჭირდება. 

საქართველო უერთდება გლობალურ ძალისხმევას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ახალი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების შექმნისთვის, რაც დაავადების თავიდან აცილების, დროული გამოვლენისა და წარმატებული მკურნალობის საშუალებას მოგვცემს.

2014 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა ტუბერკულოზის გამოვლენის ხელშეწყობა. მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გამოუვლენელი რჩება ტუბერკულოზის სამ მილიონამდე შემთხვევა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანების დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

დაგეგმილი ღონისძიება მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიღწევებისა და ამჟამინდელი გამოწვევების თაობაზე. 

ტუბერკულოზის დაძლევისთვის არავინ უნდა დარჩეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიღმა. გავერთიანდეთ:

გამოავლინე, უმკურნალე, განკურნე ტუბერკულოზი 

უფრო ვრცლად>>>

http://www.ncdc.ge

2014.03.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006