logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თანამედროვე ინტერნეტ-ცენტრი სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თანამედროვე დონის ინტერნეტ-ცენტრი გაისხნა. ცენტრი აღჭურვილია 100 უახლესი კომპიუტერით, რომლებიც სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის არის განკუთვნილი. მათთვის ინტერნეტ-ცენტრში მუშაობა უფასო იქნება.
სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინტერნეტ-ცენტრის მოსაწყობად "უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 187 ათას ლარზე მეტი გამოყო, რომელიც კომპიუტერული ტექნიკის შეძენას მოხმარდა.
დიდი ხანი არ არის, რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, მაგრამ მის განხორციელებას უკვე მოჰყვა წარმატებული შედეგები. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტში მოხერხდა სასწავლო კორპუსის ფლიგელის აღდგენა, სასწავლო და საოფისე ინვენტარის, ბიბლიოთეკისთვის ინგლისურ ენაზე გამოცემული სამედიცინო ლიტერატურის შეძენა. პროგრამის ფარგლებში განახლდა ბიბლიოთეკის ქსელი, ინტერნეტში ჩართვა და ა.შ.
მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, დამატებით, 555 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა გამოუყო, რომელიც ამ და სხვა პროგრამების სრულად განხორციელებაზე დაიხარჯა.
ამ თანხით სასწავლებელში უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, მათ შორის არის "ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების პროგრამა", რომელიც 53 ათასი ლარით დაფინანსდა. შედეგად, 63 აბიტურიენტი მოემზადა, რომლებსაც სტიპენდია დაენიშნათ.
წარმატებული აღმოჩნდა სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელებული "უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამაც", რომლის დაფინანსებამაც 5000 ლარი შეადგინა. ამ თანხაში შედიოდა პროგრამაში დასაქმებულ მეცნიერთა შრომის ანაზღაურება და მათთვის სოციალური გადასახადების უზრუნველყოფა.
240 000 ლარი გამოიყო "საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისათვის", რომელიც სტუდენტთა ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროექტის დაფინანსებას მოხმარდა.

http://www.24saati.ge

2007.05.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006