logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ყოვეწლიურად 20 მარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის. ეს არის დღე, რომელიც მხიარულად, „ჯანსაღი ღიმილით“ უნდა გავატაროთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე?

მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს სიცოცხლის მანძილზე შესაძლოა გამოუვლინდეს პირის ღრუს დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ადამიანთა განათლებითა და სხვადასხვა პრევენციული თუ სამკურნალო პროგრამების დანერგვით. ამასთან, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თავაზობს სტომატოლოგიურ და საზოგადოების სხვა ფენებს სამოქმედო გეგმის პლატფორმას, რათა მივაღწიოთ დაავადებათა გლობალური ტვირთის შემცირებას.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა 2014 წელს

2014 წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის თემას წარმოადგენს ,,პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღვნიშნოთ ჯანსაღი ღიმილით“, რადგანაც ჯანმრთელი პირის ღრუ  სადღესასწაულო  განწყობას ქმნის! ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებისკენ მთელი სიცოცხლის მანძილზე - ბავშვობიდან სრულწლოვანებამდე: როდესაც გვაქვს ჯანმრთელი პირის ღრუ, ჩვენი ღიმილიც ჯანსაღია!!!

პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აუდიტორია

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა: სპეციალისტთა ჯგუფები, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებები, ამ შეთხვევაში სტომატოლოგიური ორგანიზაციების წევრები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, მედია-საშუალებები, საგანმანათლებლო ასოციაციები - სკოლები, უნივერსიტეტები და ა.შ.; თითოეულ მათგანს გარკვეული როლი აკისრია პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდის თვალსაზრისით.

რატომაა პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი?

პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსახლეობის 90%-ს სიცოცხლის მანძილზე ოდესმე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები, რომლებიც შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული სწორი და თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებებით. განსაკუთრებული როლი საზოგადოებასა და სახელწიფოს აკისრია. ამ დღეს მსოფლიოს ყურადღება კონცეტრირებულია პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და პრობლემების გადაჭრისაკენ. ერთად მუშაობა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ღრძილების დაავადებები, კბილების კარიესი და კბილების დაკარგვა.

რატომ იმართება პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს?

20 მარტი არჩეულ იქნა რადგან:

  • ბავშვებს აქვთ 20 სარძევე კბილი;
  • მოხუცებს უნდა ქონდეთ 20 კბილი  ცხოვრების დასასრულს;
  • თუ 20 მარტს გამოვხატავთ რიცხვებით - 3/20 - ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანს უნდა ჰქონდეს 32 კბილი და 0 კარიესი.

2014 წლის პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ამოცანები

მოწოდებულია 5 ძირითადი ამოცანა:

  • ინფორმაციის გავრცელება: მიზანია 10 მილონი ადამიანის მოცვა ფიზიკური პირების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედია-საშუალებების დახმარებით;
  • მეტი ჩართულობის მიღწევა: მიზანია 50-მდე ქვეყანის მოცვა; 
  • საგანმანათლებლო მასალების განთავსება ვებ-გვერდებზე;
  • სოციალურ მედიაში თემის აქტუალიზაცია (Twitter and Facebook)
  • პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის მხიარული აღნიშვნა - ეს არის დღე, როცა ვზეიმობთ  

ჯანსაღ ღიმილს!

2014 წლის მნიშვნელოვანი გზავნილები:

  • ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელი პირის ღრუ და ბედნიერი ცხოვრება - ამ  მიზნის მისაღწევად საზოგადოებამ, სამთავრობო და არასამთავრობო  ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ ერთობლივად, რათა მიაღწიონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის თვალსაზრისით.
  • მსოფლიო მოსახლეობის 90% პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე არის შანსი, რათა ყველა ეთნიკური, ასაკობრივი ჯგუფისა და ეროვნების წამომადგენლებმა ერთად აღნიშნონ ჯანსაღი ღიმილის დღე.

მნიშვნელოვანი ფაქტები პირის ღრუს მოვლისა და დაავადებების შესახებ

  • მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ოდესმე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები,  ეს შესაძლოა იყოს კარიესი, პარადონტოზი, პირის ღრუს სიმსივნე და სხვ.
  • მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60%-თვისაა ხელმისაწვდომი ჯანმრთელი პირის ღრუ;
  • მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების  60-90%-ს აქვს კარიესი;
  • მრავალ ქვეყანაში პირის ღრუს სიმსივნეების ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 1-დან 10-მდე მერყეობს;
  • პირის ღრუს სიმსივნე 8 ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს შორის გვხვდება და სამკურნალოდ ყველაზე ძვირადღირებულია;
  • თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას  პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება;
  • მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 5-10% პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება;
  • ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს კბილისგან გამოწვეული ტკივილი წარმოადგენს;
  • შაქრის ჭარბი გამოყენება უპირველესი რისკის ფაქტორია კარიესისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით.
  • აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 30-40 მილიონი ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს სტომატოლოგიურ მომსახურეობას შიშის გამო;
  • განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ბევრად გავრცელებულია ღრძილების გართულებები, უმეტესად ასაკოვნებში, რომლის რისკის ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაღალი ცხიმოვანი დიეტა,  მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს;
  • თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია;
  • პირის ღრუს ჯანმრთელობას გააჩნია უდიდესი ზეგავლენა ადამიანის ზოგად მდგომარებაზე (ჯანმრთელობაზე) და აგრეთვე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები,  ძილი და საუბარი;
  • უნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კბილების სწორი გახეხვა და რეგულარული დათვალიერება;
  • მსოფლიოში ერთ მილონზე მეტი სტომატოლოგია, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თანამედროვე სამკურნალო და ტექნიკური საშუალებები სტომატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ეს არასწორადაა გადანაწილებული, რის შედეგადაც მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში ყოველ 30000 მოსახლეზე 1 სტომატოლოგი მოდის, შესაბამისად, სტომატოლოგიური მომსახურება  არარაციონალურად ხდება (fdiworldental.org).

http://www.ncdc.ge

2014.03.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006