logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამუშაო შეხვედრა თემაზე: კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მორიგი განხილვა

2014 წლის 19 მარტს 15:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნული ცენტრი ატარებს  სამუშაო შეხვედრას თემაზე: კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მორიგი განხილვა.

შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ექსპერტ-ონკოლოგები, დონორი ორგანიზაციების, ეროვნული სკრინინგ-ცენტრისა და პირველადი ჯანდაცვის საბჭოს წარმომადგენლები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დარგის ექსპერტებთან  ერთად შემუშავდა არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთაგან ერთ-ერთი  კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და 5-წლიანი სამოქმედო გეგმაა.  სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განხილვისა და დახვეწის მიზნით გაეგზავნა ყველა დაინტერესებულ ონკოლოგს და მედიცინის სხვა დარგის წარმომადგენლებს, რომლებიც გარკვეულწილად ჩართულნი არიან ონკოლოგიურ დაავადებათა მართვაში. ინგლისურენოვანი ვერსიები კი შეფასებისთვის გადაგზავნილ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულ ოფისში. როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მიერ მოწოდებული ყველა საფუძვლიანი რეკომენდაცია და შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. დოკუმენტების ექსპერტიზა მიმდინარეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სამუშაო შეხვედრაზე გაიმართება სტრატეგიის პრეზენტაცია. შეხვედრის მსვლელობისას შეიქმნება სამუშო ჯგუფები (სექციები), რომლებიც იმუშავებენ ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა-პოპულაციური რეგისტრის, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და პრევენციის, სკრინინგის და დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე. მოეწყობა ცალკეული მიზნების განხილვა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო სახით ჩამოყალიბების მიზნით.

სამუშაო შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.

 პროგრამა>>>

http://www.ncdc.ge

2014.03.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006