logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმები გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ კახა ბენდუქიძის არგუმენტებს უპირისპირდებიან

პედიატრ ქეთის ნემსაძისთვის კახა ბენდუქიძის არგუმენტები გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მიუღებელია.

შეგახსენებთ: კახა ბედუქიძე  გენმოდიფიცირებული პროდუქტების საწინააღმდეგო კამპანიას, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ  ყველა ვაქცინა, რომელიც ჰეპატიტის და ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, გენეტიკული მოდიფიკაციის მეთოდითაა მიღებული. 

,,ყველაფერი, რასაც გვეუბნებიან, აბსოლუტური ტყუილია. ამას არანაირი ცუდი შედეგი არ მოჰყვება. ესაა ზღაპრები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. ინსულინი, რომელსაც იკეთებენ, მიღებულია გენეტიკური ორგანიზმებიდან, ჰორმონებიც, რომელსაც ადამიანები იკეთებენ, ამ მეთოდითვეა მიღებული,“ – აცხადებს ბენდუქიძე.

პედიატრ ქეთი ნემსაძის განცხადებით კი ადამიანის ორგანიზმზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების არც უარყოფითი და არც დადებითი გავლენა შესწავლილი არ არის, რადგან ჯერ დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი დრო არ არის გასული.

ნემსაძის თქმით, ამერიკის პედიატრთა აკადემია  და  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევიან რეკომენდაციას, რომ მომხმარებლებმა თავი შეიკავონ ბავშვებისთვის გენმოდიფიცრებული  პროდუქტების მიცემისგან.

“ეს კახა ბენდუქიძის  პირადი თეორიაა. ჩვენ  არ გვაქვს არავითარი უფლება, ადამიანებს გენმოდიფიცირებული პროდუქცია შევთავაზოთ, ვინაიდან  მისი გავლენის შესწავლას გარკვეული პერიოდი სჭირდება. ეს პერიოდი კი  გენმოდიციფირებული ორგანიზმების გამოყენების დაწყებიდან ჯერ არ არის გასული,“ – აცხადებს  ნემსაძე. 

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა  პროდუქტზე, რომელშიც გენმოდიფიცირებული პროდუქტი  შედის, დატანილი  იყოს წარწერა "გენმოდიფიცირებულია."

ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში პედიატრი აცხადებს, კვლევები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით გრძელდება და ჯერ არავინ იცის, თუ რა მონაცემები დაიდება. 

"გერმანიაში ძალიან ფართოდ იყო გამოყენებული კალიტომიტი ორსულებისთვის, რომელსაც ფართო რეკლამირება უკეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო მავნე და  არ მოქმედებდა ბავშვთა  ჯანმრთელობაზე, თუმცა 20 წლის შემდეგ გაირკვა, რომ  იმ დროს დაბადებულ ბავშვებს არ ჰქონდათ ხელი ან ფეხი,  და ეს პათოლოგიები გამოწვეული იყო სწორედ კალიტომიტით. ამ მაგალითის გათვალისწინებით, არავის არ აქვს უფლება ნაადრევი დასკვნები გამოიტანოს,“ – აცხადებს ნემსაძე. 

რაც შეეხება ბენდუქიძის არგუმენტს გენმოდიფიცირებული მედიკამენტების გამოყენების შესახებ ჰეპატიტისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში, ნემსაძის თქმით, არავინ დაობს, რომ ეს წამლები ორგანიზმს ვნებს, მაგრამ სასწორის მეორე მხარეზე, მისი თქმით, გაცილებით დიდი საფრთხე – ადამიანის სიცოცხლე დევს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტის, პროფესორ ეთერ სარჯველაძის განცხადებით, როდესაც ვინმე გენმოდიფიცირებული პროდუქტების სარგებლიანობაზე საუბრობს, მას მხოლოდ  კომერციული მიზნები ამოძრავებს, რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტების  ადამიანის ორგანიზმზე გავლენა დადასტურებული არ არის.

მისი განმარტებით, ასეთი პროდუქტების მასობრივი წარმოება 1995 წლიდან დაიწყო და იმისთვის, რომ შედეგები დაიდოს, საჭიროა 18–20 წელი გავიდეს.

"არავინ იცის, რა გავლენას მოახდენს ის შემდეგ  თაობაზე, მისი შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ნაადრევი დასკვნები არავინ არ უნდა გამოიტანოს,“ – აცხადებს სარჯველაძე.

http://commersant.ge

2014.03.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006