logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის ახალი სადაზღვევო პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის დამატებითი ლიმიტები, დამატებითი სამედიცინო მომსახურება და მომსახურება რიგების გარეშე, ხოლო პოლისის ჯამური ლიმიტია 100 ათასი ლარი.

პოლისის ღირებულება თვეში 10 ლარიდან იწყება და აფინანსებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის, კერძოდ: სტომატოლოგიური მომსახურება, მედიკამენტები, დიაგნოსტიკა - მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩათვლით, დამატებითი ლიმიტები გადაუდებელ ოპერაციებზე, 500 ლარი დამატებითი ლიმიტი მშობიარობაზე,         დამატებითი ლიმიტი გეგმიურ ოპერაციებზე (დაზღვევის მეორე წლიდან).

როგორც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აცხადებს, პოლისი „მედი-ქეარი“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობენ და ამ პროდუქტით ხელმისაწვდომ ფასად აქვთ საშუალება, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პირობები.  

„ყველაზე მთავარი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები მიიღებენ იმ დონის სერვისს და კომფორტს, რასაც იღებენ მხოლოდ კერძო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულები. მომსახურების მაღალი ხარისხი „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს პრიორიტეტია და ერთ-ერთი უპირატესობა - მიგვაჩნია, რომ დამატებით მომსახურებების დაფინანსებასთან ერთად, დროული, საიმედო და კომფორტული სერვისი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარებისთვის“ – აცხადებს ლომაძე.

პოლისი მედი-ქეარის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის იმუშავებს „ჯიპიაი“-ს სერვის ჯგუფი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში გაუწევს მომსახურებას დაზღვეულებს. სერვის ჯგუფი გადაუდებელ შემთხვევებში ადგილზე გადის, რომ დაზღვეულს ოპერატიულად მოუგვაროს ურთიერთობა როგორც კლინიკასთან, ასევე სახელმწიფოსთან.

პოლისი „მედი-ქეარის“ ფასი 10 ლარიდან იწყება და 35 ლარამდე მერყეობს. 35 ლარიანი პაკეტის ლიმიტი წელიწადში 100 ათასი ლარია, რაც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცნობით, რამდენიმეჯერ აღემატება სახელმწიფო დაზღვევის ჯამურ ლიმიტს ერთ ადამიანზე.

http://commersant.ge

2014.03.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006