logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდი შესაძლოა, ხუთ დღემდე გაიზარდოს

აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდი შესაძლოა, ხუთ დღემდე გაიზარდოს. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც აბორტის სამდღიანი წინასწარი მოფიქრების პერიოდს გულისხმობს. მისივე თქმით, ეს ნორმა უმოქმედოა და მათი სურვილია აღნიშნული ნორმის ამოქმედება. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, სამდღიანი წინასწარი გაფრთხილების წესი ხუთ დღემდე გაიზარდოს.
"კანონმდებლობით არსებობს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა, რაც იმას ნიშავს, რომ სამი დღით ადრე, თუ ქალს გადაწყვეტილი აქვს გაიკეთოს აბორტი, ამ მანიპულაციის ჩატარებამდე, უნდა გაიაროს გინეკოლოგთან კონსულტაცია და მოიფიქროს სამი დღის განმავლობაში მიიღოს თუ არა ეს გადაწყვეტილება. ალბათ, სარგებლიანი იქნება მეტი დრო მივცეთ მას მოსაფიქრებლად - მოიცილოს თუ არა ნაყოფი", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში აბორტების რიცხვი ძალიან დიდია. 2012 წელს რეგისტრირებული აბორტების რიცხვმა 40 000 შეადგინა. დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი 4-ჯერ მეტია. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შემცირებულია შობადობა.
დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრის კონტექსტში დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება. მისივე თქმით, ამავე პერიოდში აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა 34%-ით მატულობს, სომხეთის კი 6%-ით. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსალოდნელია ამიერკავკასიაში დისბალანსი.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დემოგრაფიული საკითხების "30 წლიანი უძრაობა დაიძრა" და საკითხი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში ავიდა, შეიქმნა სამთავრობო ჯგუფი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კუთხით ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში, სადაც სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს და ბუნებრივი მატება მინუსშია, ყოველი მესამე ბავშვი დაფინანსდება, რადგან ერის რიცხოვნობას მესამე ბავშვი განსაზღვრავს. დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ შემდგომ ეტაპებზე მე-4, მე-5 და მომდევნო შვილები დაფინანსდეს. 2 წლამდე თითეული მესამე ახალშობილი ბარში ყოველთვიურ 150- ლარიან შემწეობას მიიღებს, ხოლო მთაში - 200 ლარიან დახმარებას. პროექტში პირველ ეტაპზე მოხვდა ექვსი რეგიონი, ესენია: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.

http://www.interpressnews.ge

2014.03.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006