logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული: 10–16 მარტი, 2014

"გადაერთე ნაკლებ მარილზე"

2014 წლის 10-16 მარტს აღინიშნება მარილის ჭარბი მოხმარების პრევენციის მსოფლიო კვირეული, რომლის გზავნილია ,,გადაერთე ნაკლებ მარილზე’’.

ღონისძიების მისია

მსოფლიო აქტივობა მარილისა და ჯანმრთელობის მისიის თვალსაზრისით მარილის მოხმარების შეზღუდვაა ამჟამინდელი დღიური მოხმარების რეკომენდირებული დოზის 10-15 გრ-იდან 5 გრამამდე დღეში (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია). მარილის მოხმარების შეზღუდვა არტერიული წნევის შემცირების გზით ხელს შეუწყობს მიოკარდიუმის ინფარქტითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი ინვალიდობისა და სიკვდილიანობის შემცირებას.

მარილის მოხმარების პრევენციის მსოფლიო კვირეულის ინიციატორია მარილისა და ჯანმრთელობის შესახებ მსოფლიო აქტივობის WASH  (World Action on Salt and Health) ჯგუფი. WASH ჯგუფი დიდი ხანია ურჩევს მოსახლეობას, შეზღუდოს მარილის მოხმარება. როგორც ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, უნდა მოხდეს ადამიანთა ინფორმირება - საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდნენ, თუ რას მიირთმევენ. 2014 წელს ყურადღება მიექცევა საკვები პროდუქტების ეტიკეტირების აუცილებლობას: თემის მიზანს შეადგენს უჩვენოს მომხმარებელს, რომ ნაკლები მარილის მსურველებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა და ეტიკეტირების გზით არჩევანის გაკეთება უნდა გაადვილდეს.

ინფორმაცია WASH-ჯგუფის შესახებ

მარილის მოხმარების შეზღუდვისადმი გლობალური ხელშეწყობის მიზნით 2005 წელს შეიქმნა მარილისა და ჯანმრთელობის შესახებ მსოფლიო აქტივობის WASH  (World Action on Salt and Health) ჯგუფი, რომელიც  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში არსებულ CASH (Consensus Action on Salt and Health "ქმედებათა კონსესუსი" მარილისა და  ჯანმრთელობის შესახებ“ ) მოდელს ეფუძნება. WASH-ი წარმოადგენს გლობალურ ჯგუფს, გააჩნია მისია, გააუმჯობესოს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა მარილის მოხმარების თანდათანობითი შემცირების გზით. WASH-ი ეხმარება ნაციონალური კვების წარმოებას, რათა შეამცირონ მარილის შემცველობა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში და მუშაობს მთავრობებთან მარილის მოხმარების შეზღუდვის პოპულაციური სტრატეგიის აუცილებლობის დასაბუთების მიზნით.


კვირეულის მიზანი

კვების ინდუსტრიასთან დაკავშირებით:

  • სარწმუნო მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე კვების ინდუსტრიასთან კონსესუსის მიღწევა მარილის ჭარბ მოხმარებასა და არტერიულ წნევას, აგრეთვე ოსტეოპოროზსა და კუჭის კიბოს შორის დადებითი კორელაციის შესახებ;
  • საერთაშორისო ბაზარზე გამოტანილი მარილის მაღალი შემცველობის პროდუქტების მონიტორინგი;
  • საერთაშორისო კვების კომპანიების დარწმუნება მარილის ჭარბი მოხმარების შეზღუდვის გლობალური გეგმის დანერგვის საჭიროებაში, რადგან ამ გზით მარილის დონე შეიზღუდება არა მარტო მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებში, არამედ მოტივაცია იქნება იმ ქვეყნების კვების ინდუსტრიისთვის, სადაც ისინი ყიდიან საკუთარ პროდუქტს;
  • საკვები პროდუქტების სტანდარტული ეტიკეტირებისადმი ხელშეწყობა, სადაც მითითებული იქნება  მარილის შემცველობა.

მარილი და ჯანმრთელობა

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში და მომატებული სისტოლური არტერიული წნევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირდაპირი მიზეზია, რომელსაც ინსულტის შემთხვევთა 60%-ზე მეტი  და მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა თითქმის 50% უკავშირდება. სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არტერიული წნევის მატების მნიშვნელოვანი მიზეზია და მისი მცირედ შემცირებაც კი, უდიდეს სარგებელს მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას. მაგალითად, მარილის დღიური დოზის 6 გრამამდე შემცირება გამოიწვევს არტერიული წნევის კლებას იმ დონემდე, რომელის დახმარებითაც ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა  24%-ით, ხოლო გულის კორონარულ დაავადებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა  18%-ით  შემცირდება.

მნიშვნელოვანი ფაქტები მარილთან დაკავშირებით

  • საქართველოში უკვე გამზადებული საკვების საკუთარ ულუფაზე მარილის დამატების ჩვევა გვხვდება გამოკითხულთა თითქმის 56–60%-ში;
  • მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს;
  • მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლამდე და უფრო დაბალ ასაკობრივ კატეგორიში;
  • ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ადამიანიდან ერთი კვდება კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობის გამო;
  • გულის კორონარული დაავადებების, ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიების 15% გლობალურად ასოცირებულია მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მ.შ. სიკვდილის შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია);
  • მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებსა და მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მ.შ. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის ამძიმებს მენიერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომატიკას.

რეკომენდაცია მარილის დღიური ნორმის შესახებ

არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს მარილის ამჟამინდელი მოხმარების ნორმა - 10-15 გრ/დღეში შემცირდეს 5-6 გრამამდე დღეში. უმეტეს ქვეყნებში მოხმარებული მარილის თითქმის 80% მოდის მზა  პროდუქტზე, რომელთა მარილის შემცველობა მაღალია, თუმცა მომხმარებლისთვის უცნობია და არც არასდროს აკონტროლებს. ეს მოვლენა ხსნის, თუ რატომაა  მარილის მოხმარება ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი: რადგანაც მოსახლეობა მისი პასიური მომხმარებელია გაცნობიერების გარეშე, რისი თავიდან აცილებაც საკმაოდ რთულია. 

მარილის ჭარბი მოხმარების პრევენციის ეფექტური გზა

მარილის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი გზა მზა პროდუქტებში მისი შემცველობის შემცირებაა. ასე რომ, კვების მრეწველობას უნდა მიეცეს რეკომენდაცია საკვებ პროდუქტებში მარილის დანამატის შემცირების შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ პოპულაციაში მარილის მოხმარების შემცირების ეს გზა ყველაზე ხარჯთ-ეფექტურ სტრატეგიას წარმოადგენს ჯანმრთელობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

http://www.ncdc.ge

2014.03.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006