logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სეზონური ვირუსის პიკური პერიოდი მარტის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდება

არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ქვეყანაში გრიპის ვირუსის ლაბორატორიული შემთხვევები ნაკლებია.

თუმცა, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გრიპით ავადობის შემთხვევები შენარჩუნდება მარტის შუა რიცხვებამდე, რადგან სეზონური ვირუსისთვის პიკური პერიოდი სწორედ თებერვალი და მარტის შუა რიცხვებია.

მისივე ცნობით, შარშანდელთან შედარებით ვირუსის მატება არ არის, ფიქსირდება ჩვეულებრივი სეზონური გრიპი  – A ტიპის ვირუსი, რომლის გავრცელების წყარო, ძირითადად, H3N2-ია. 

სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა მიმართვიანობა ბოლო დღეებში გაიზარდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი, შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ სამტრედიის სათნოების სახლში მომხდარი უბედური შემთხვევისგან გამოწვეული შიში იყოს, სადაც მწვავე რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით ხუთი მოხუცი გარდაიცვალა. 

როგორც იაშვილის კლინიკაში აღნიშნავენ, არსებული ვირუსები სეზონურია და საგანგაშო არაფერია. მათივე ცნობით, გასულ წელთან შედარებით, წელს გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტთა რიცხვი საგრძნობლად ნაკლებია.

ვითარება ასევე სტაბილურია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკის ექიმები ამბობენ, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ ფიქსირდება და პაციენტთა რაოდენობაც ნორმას არ აღემატება.

ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, მკაცრად  დაიცვან პრევენციის ზომები, კერძოდ, ხშირად გაანიავონ ოთახი, ხელები დაიბანონ მრავალჯერადად და ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

ვირუსოლოგების ინფორმაციით, არსებობს სამი ტიპის გრიპის ვირუსი: A, B და C. დანარჩენი, დაახლოებით 200-ზე მეტი ტიპის ვირუსი მხოლოდ მსუბუქად გაციებას იწვევს. ადამიანის დაავადება სამივე ტიპის გრიპის ვირუსს შეუძლია, მაგრამ B და C ტიპები პანდემიას არ იწვევს. A ტიპის ვირუსს სრული სახეცვლილება შეუძლია. ამგვარი ვირუსის მიმართ პოპულაციას იმუნიტეტი არ აქვს. შესაბამისად, სწრაფად ვრცელდება, ენდემიას ან პანდემიას იწვევს.

თუ რა ტიპის ვირუსია გავრცელებული და რომელი გრიპის შემთხვევათა მატება იქნება მოსალოდნელი მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიოში ე.წ. ფრინველისა (H5N1) და ღორის (H1N1) გრიპი ცირკულირებს. საქართველოში წელს ფრინველისა და ღორის გრიპის ერთეული შემთხვევები აღირიცხა.

http://commersant.ge

2014.02.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006