logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო: "რა კვებაზეა საუბარი, რომელიც წელიწადში 50 ბავშვისთვის 7 000 000 ლარი ღირს?"

მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა,დედაქალაქის საკრებულოს, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კვებასა და ჰემოფილიით დაავადებულთა მკურნალობის დაფინანსების თხოვნით მიმართა.  ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ' თავმჯდომარის ზაზაგაბუნიას განცხადებით, მომზადდა საბიუჯეტო პრიორიტეტების პაკეტი, სად გათვალისწინებული იქნა დემურიშვილის თხოვნა და  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის სახელობის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტს უნდა გამოეყოს 7 100 000 ლარი. გამომდინარე იქედან, რომ დემურიშვილმა თბილისის საკრებულოს მიმართა 7100 000 ლარი მხოლოდ თბილისში მცხოვრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის უნდა გამოიყოს.

ამასთან დაკავშირებით,  "გურია ნიუსთან" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  განაცხადა, რომ  მისთვის გაუგებარი და უცნობია რა კვებაზე არის საუბარი. რასაც დიდი სიამოვნებით გაეცნობოდა. მინისტრმა  იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს აქტივობებით არის დაკავებული, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის დაჭერა ურჩია.  

"იმ პერიოდში საქართველოში არ ვიყავი, თუმცა  ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია. პრესაში ვადევნებდი თვალყურს  და მედია მონიტორინგის საშუალებით მომეწოდებოდა.  ჩემთვის რეალურად უცნობი არის ამ 7 100 000 ლარის სტრუქტურა რისგან შედგება.

ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზე, საშუალოდ 45-50 ბავშვი არის დაავადებული ამ ჯგუფის დაავადებებით.    დაახლოებით იგივე რაოდენობაა მოზრდილ  პოპულაციაში და ამ 45-50-დან წელიწადში დაახლოებით 10 ბავშვს ჭირდება მაღალტექნოლოგიური მკურნალობა. გადანერგვა, ტრანსპლანტაცია და ა.შ.

რაც შეეხება კვებას,  მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო რეგულაციით ისევე, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, თუ არ ვცდები 2003 წლის ბრძანებით ცალსახად არის გაწერილი, რომ კვება არის მკურნალობის განუყოფელი ნაწილი და არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად.

რაც შეეხება კვების სპეციფიკას ასეთ კონტიგენტში ეს არის ჩვეულებრივი ტიპის კვება ძველი კლასიფიკაციით მაგიდა #15; ახალი კლასიფიკაციით მაგიდა #7.  არანაირი კვებითი დანამატები ამას არ ჭირდება. იმ თანხას რასაც სახელმწიფო იხდის და ეს არის წელიწადში 1 300 000 ლარის ფარგლებში. ჩვენ უკვე დავიწყეთ დაფინანსება საზღვარგარეთ მკურნალობის და ამის თანხა არის სადღაც 400 000 ევროს ფარგლებში. თავისთავად მკურნალობა მოიცავს კვებასაც. ანუ ჩემთვის ცალსახად უცნობია და დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი რა კვებაზე არის საუბარი, რომელიც წელიწადში 50 ბავშვისთვის 7 000 000 ლარი ღირს. თუ ეს თბილისის პოპულაციაზე არის, მაშინ 2/3 უნდა ავიღოთ. ე.ი. 30 ბავშვზე 7 000 000 ლარის კვება მართალი გითხრათ ჩემთვის გაუგებარია.

ზოგადად მინდოდა მეთქვა, როდესაც ჯანდაცვით აქტივობებზეა საუბარი, კარგია იქნება  ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან თუ ექნებათ კომუნიკაცია. რადგან ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ასეთი გათვლები გავაკეთოთ. "- განაცხადა მინისტრმა.

ირმა მესხია

http://www.gurianews.com

2014.02.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006