logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში 2013-2014 წლების გრიპის სეზონის მიმდინარე მე-7 კვირაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ

გრიპის 2013-2014 წლების სეზონი, (რომელიც ევროპის რეგიონისთვის განსაზღვრულია 2013 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან და გასტანს 2014 წლის მე-20 კალენდარული კვირის ჩათვლით), ამჟამად ხასიათდება გრიპისმაგვარი დაავადებებით ამბულატორული მიმართვიანობისა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებათა გამო გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის ზომიერი მატების ტენდენციით.

 

ამასთან, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთდროულად ცირკულირებს რამდენიმე სახეობის ვირუსი, რომელიც იწვევს გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომთა განვითარებას. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ მიმდინარე მე-7 კვირაში სეზონური გრიპის A/H1, A/H3  და B ტიპის/ქვეტიპის ვირუსთა გარდა ცირკულირებს  მეტაპნევმოკოკური, რესპირაციულსინციტიური და რინო ვირუსები.

 

დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია გრიპის 82 შემთხვევა; მ.შ. A/H1 - 2, A/H3-77,   B -2, ერთ შემთხვევაში ცნობილია, რომ გამომწვევი  A ქვეტიპის გრიპის ვირუსია (ტიპირების გარეშე). ერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.

გრიპის პრევენცია:

გრიპის პირდაპირი პრევენციის საუკეთესო რეკომენდებულ საშუალებად, მიუხედავად გრიპის ვირუსების აქტიური გავრცელებისა, რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხოლო არაპირდაპირი პრევენციის საშუალებები გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების გამომწვევი ვირუსებისთვის მსგავსია და შემდეგია:  

  • ყველა დაავადებული სიმპტომების გამოვლენიდან ვიდრე ტემპერატურის დარეგულიებამდე და კიდევ 24 საათის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს მასიურ თავშეყრას, გამომწვევის შემდგომი გავრცელების შემცირების მიზნით;
  • დაიცავით ხველისა და ცემინების ეტიკეტი - გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცები ან წინამხარი გამოფრქვეული სითხის შეკავების მიზნით;
  • ჯანმრთელებმაც და მით უმეტეს დაავადებულებმა შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მიუხედავად იმისა ვიზუალურად შეიმჩნევა თუ არა დაბინძურება; გახსოვდეთ - ვირუსს თვალით ვერ დაინახავთ;
  • თუ ხელის დაბანა შეუძლებელია - გამოიყენეთ ანტისეპტიკური სითხეები ხელის გასაწმენდად;
  • ხშირად გაანიავეთ სათავსები;
  • იკვებეთ ჯანსაღად;
  • მისდიეთ ცხოვრების ჯანმრთელ წესს - ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით;
  • თუ დაავადებულს უჭირს სუნთვა (არა ცხვირის გაჭედვის გამო), ქოშინებს, აქვს ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯება, აღენიშნება ტკივილი გულმკერდის არეში, ნახველი ან ცხვირიდან გამონადენი არის სისხლიანი ან მოვარდისფრო ან მაღალი (380C) ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს - ადექვატური მკურნალობის მიღების მიზნით;
  • გახსოვდეთ - თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით დაუშვებელია! გრიპის გამომწვევი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დაავადება.

2013 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველად განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ მაღალი რისკის ჯგუფების (თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე დიალიზზე მყოფი პირები, დიაბედით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები, მოხუცთა თავშესაფრები და ბავშვთა სახლები მაღალი რისკის სამედიცინო პერსონალი) ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. არსებული მდგომარეობით აცრილია 3700-მდე პირი.

იხილეთ ვრცლად>>

http://www.ncdc.ge

2014.02.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006