logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აფთიაქებში მედიკამენტებზე კონტროლი გამკაცრებულია, თუმცა დარღვევები მაინც ფიქსირდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების" წევრები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, დავით მაჭარაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ავტორიზებულ (ფსიქოტროპულ) აფთიაქებში კვლავ გრძელდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ურეცეპტოდ გაცემა.
შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხს სწორედ ნარკოტიკული თრობის გამომწვევ მედიკამენტების გაყიდვაზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრება წარმოადგენდა. ორგანიზაციის წევრები, „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მუშაობის ეფექტურობით დაინტერესდნენ, კერძოდ თუ რა მდგომარეობაა ავტორიზებული (ფსიქოტროპული) აფთიაქების კონტროლის მხრივ; კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა მინისტრის ბრძანება N 22ნ-ში ცვლილებების განხორციელებას, კერძოდ ექვსი ნივთიერება დაემატა 22 იანვრით გათვალისწინებულ ნუსხას. აღნიშნული ნივთიერებები ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობით, არსებული ფარმაცევტული პროდუქციის მეორე ჯგუფიდან გადავიდა პირველ ჯგუფში, რაც გულისხმობს აღნიშნულ მედიკამენტებზე სპეციალური კონტროლის დაწესებას. ახალი რეგულაციით ექვსი საერთაშორისო დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერება: ბაკლოფენი (ბაკლოსანი), გაბაპენტინი (გრიმოდინი), დექსტრომეტროფინი (მაგიტუსი), ზობიკლონი (სომნოლი), ზალეპლონი (ანდანტე), ტრიპიკამინი, აფთიაქებში მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაიცემა.

დავით მაჭარაშვილის განცხადებით საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, ნარკოტიკული თრობის გამომწვევი პრეპარატების უკანონოდ გაყიდვის რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით ყველა ეს აფთიაქი კანონის შესაბამისად დაჯარიმდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აფთიაქების მონიტორინგს სისტემატიურად ანხორციელებს. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაცილებით გაადვილებს იმ მედიკამენტებზე კონტროლს, რომელთა დიდი რაოდენობით, არათერაპიული დოზით მიღების საფუძველზე მიიღწევა ნარკოტიკული თრობა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" განაგრძობს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში საქმიანობას.

http://ghn.ge

2014.02.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006