logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბრიფინგი კლინიკის შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობის თაობაზე

2014 წლის 13 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ახალი შენობის დროულად რეაბილიტაციის მნიშვნელობას, რამდენადაც საავადმყოფოს გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველწლიურად 40,000-მდე პაციენტის, მათ შორის 3,000-ზე მეტი აივ/შიდსით დაავადებული პირის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის.

მხოლოდ 2013 წელს ცენტრმა 35,380-ს ავადმყოფს გაუწია ამბულატორიული, ხოლო 4,571 პაციენტს სტაციონარული მომსახურება ისეთი სოციალურად საშიში და განსაკუთრებით საშიში დაავადებების შემთხვევებში როგორიც არის შიდსი, ნეიროინფექციები, ცოფი, ბოტულიზმი, ჰეპატიტები და სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.

წლების მანძილზე ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი რჩებოდა პრობლემად, მას შემდეგ რაც ყაზბეგის გამზირზე არსებული შენობა 2009 წელს გასხვისდა და მხოლოდ 2013 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცენტრის ახალი შენობის რეაბილიტაციისათვის გამოიყო 11 მლნ ლარი. (აღნიშნული თანხა ტენდერის შედეგად შემცირდა 9 მლნ ლარამდე).

შენობის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ტენდერი უკვე დასრულებულია და სამინისტრო დღესვე მზად არის სამუშაოების დასაწყებად, მაგრამ შენობაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების პრობლემის გამო მნიშვნელოვნად ფერხდება ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესი და შესაბამისად რისკის ქვეშ დგენა ათასობით პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

რამდენადაც თბილისის მერია, რომელსაც კანონით ევალება, უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, თავს არიდებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას და რამდენადაც ინფექციური საავადმყოფოს დროული რეაბილიტაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სოციალურად საშიში და განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეფექტური მართვისათვის, ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:

• საჯარო რეესტრთან, შემოსავლების სამსახურთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით მიმდინარეობს შენობაში შეჭრილი 70 ოჯახის სოციალური მდგომარეობის დეტალური შესწავლა. შესწავლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები ოჯახებისათვის ცნობილი გახდება უახლოეს პერიოდში.

• სოციალურად ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის ინფექციური დაავადებების ცენტრი უზრუნველყოფს დროებით (3 თვის ბინის ქირით) დახმარებას. დახმარება ვერ განიხილება ოჯახებისათვის, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ სოციალურად დაუცველის კრიტერიუმებს - მაგალითისათვის ოჯახები, რომელთა კუთვნილებაშიც დაფიქსირდება უძრავი ქონება.

http://www.moh.gov.ge

2014.02.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006