logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა “Oxfam”-ის წარმომადგენლებთან

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი 16 მაისს შეხვდა ბრიტანული ორგანიზაციის "Oxfam”-ის წარმომადგენელს ტომ ნოელს და საქართველოს პროგრამის მენეჯერს ქეთი გეთიაშვილს.
"Oxfam”-ი დამოუკიდებელი, საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ბრძოლა სიღარიბის დაძლევისათვს. აღნიშნული ორგანიზაცია 80 ქვეყანაში საქმიანობს სიღარიბისგან შექმნილი პრობლემების დაძლევისა და ადამიანთა ტანჯვის შემსუბუქების მიზნით. "Oxfam”-ი აქტიურად მუშაობს თემებთან, ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციებთან, მოხალისეებსა და მხარდამჭერებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შექმნან უკეთესი მომავალი.
აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში 1998 წლის შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს. მათ შექმნეს თემზე დაყრდნობილი სადაზღვევო ფონდი, უზრუნველყოფენ ზოგადი პროფილის ექიმების გადამზადებას, ასევე შემნილი აქვთ წამლის ფონდი, საიდანაც წამლით ამარაგებენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს სამეგრელოსა და აჭარაში.
კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა ისაუბრა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. მან ასევე დაასახელა პროექტის განხორციელებისას წარმოშობილი რისკები. რეფორმის მიზანია სრულიად საქართველოს მასშტაბით ახალი სავადმყოფოების აშენება, აღჭურვა და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, საბოლოოდ კი სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ესაუბრა საქართველოში სადაზღვევო სისტემის შესახებ. მისი აზრით, სადაზღვევო სისტემამ თანდათანობით უნდა მოიცვას საქართველოს ფართო ფენები, რისთვისაც აქტიური ნაბიჯები იდგმება და კიდევ ახალი ღონისძიებები იგეგმება. მან ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ასევე გააცნო კანონპროექტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივაა.
შეხვედრის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა "Oxfam”-ის წარმომადგენელს ტომ ნოელს, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები, შეხედულებები, კომენტარები და შეფასებები. ასევე აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს სოციალური დახმარების პროგრამის მონიტორინგის შესახებ პრეზენტაციას.

http://www.parliament.ge

2007.05.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006