|
|
|
|
შეხვედრა ექიმებთან
|
შრომის, ჯანმრთელობისა ადა სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სასაწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სეზონური რესპირატორული დაავდაბების მატების გამო, სამეიდცინო დაწესებულებებისადმი მოსახლეობის მიმართვიანობის ზრდა განიხილებოდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამედიცინო და სასწრაფო დაწესებულებების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოსახლეობისთვის კუთვნილი სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების თაობაზე. დიმიტრი მახათაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც მიმართავს სასწრაფო სამედიცინო თუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას მიიღოს ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო მომსახურება.
http://www.moh.gov.ge
2014.02.13
|
|
|
|
|
|