logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოში ნარკომანი ქალების სავარაუდო რაოდენობა 10%-ს უტოლდება

ნარკომომხმარებელ ქალებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია, ქალი ნარკომომხმარებლებისთვის განხორციელებული ზიანის შემცირების პროექტების მიმოხილვა, ასევე "ახალი ვექტორის" ბაზაზე შექმნილი ქალ მომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შექმნილი ნამუშევრების (სამკაულები, სამოსი, თექა) გამოფენა-გაყიდვა.
კავშირ "ახალი ვექტორის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალ-ნარკომომხმარებელთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, ექსპერტული მონაცემებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ქალების სავარაუდო რაოდენობა 10%-ს უტოლდება.
"მკაცრი ნარკოპოლიტიკა და საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების მიმართ მათ სტიგმატიზებას და ჩაკეტილობას განაპირობებს. ისინი პრაქტიკულად არ მონაწილეობენ პროფილაქტიკურ პროგრამებში, არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. ქალი-ნარკომომხმარებლები სრულიად დაუცველნი არიან სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ქვეყანაში არსებული თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები მათთვის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელია და ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებული პირების სპეციფიკურ საჭიროებებს. საკანონმდებლო რეგულაციები არ ითვალისწინებს ამ ჯგუფის სპეციფიურობას", - აცხადებენ "ახალ ვექტორში.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტორები გადაულახავ ბარიერებს უქმნით მათ, მიმართონ სხვადასხვა სერვისებს, მაშინაც კი, როცა ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის საკრებულო, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", "მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი" და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, თბილისის საკრებულოს, ომბუდსმენის ოფისის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ქალი ლიდერები დაესწრებიან.

http://www.interpressnews.ge

2014.02.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006