|
|
|
|
C ჰეპატიტის მკურნალობა მოქალაქეებს 100 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდებათ
|
C ჰეპატიტის მკურნალობა მოქალაქეებს დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდებათ, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 1 თებერვლიდან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასდაკლების პროგრამა დაიწყო. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს მკურნალობას. ამასთან, სამოქალაქო სექტორში ეს პროგრამა გათვლილია 10 000 პაციენტზე. სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, პაციენტებს, რომელსაც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატით მკურნალობა სჭირდებათ, მედიკამენტების შეძენა 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა სოციალური მომსახურების და სოციალური მომსახურების სააგენტოების ფილიალებს უნდა მიაკითხონ. დღესდღეობით რეგისტრაცია გაიარა 138-მა პაციენტმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის დახარჯულ ხარჯებში 95% წამლის ფასზე მოდიოდა. 60%-იანი ფასდაკლების შედეგად, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად განხორციელდა, ამ დაავადების მკურნალობა პაციენტებს 100 000 000 ლარზე ნაკლები დაუჯდებათ.
http://www.interpressnews.ge
2014.02.04
|
|
|
|
|
|