logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტრო ონკოცენტრისა და ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოცენტრისა და ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სამინისტროს დაგეგმილი აქვს შიდსისა და ინფექციურ დაავადებათა კლინიკის რეაბილიტაცია.
მინისტრის განცხადებით, ამისთვის თითქმის ყველაფერი არის მომზადებული, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოს რეაბილიტაციის დასაწყებად არსებობს პრობლემა, იქ იმყოფებიან სოციალურად დაუცველები. სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველი ამ ოჯახების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი მართლაც არის უსახლკარო, ესენი არიან მოხუცები და ბავშვიანი ოჯახები, თუმცა მათთან ერთად იქ ასევე იმყოფებიან ისეთი პირებიც, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ სიტუაციით.
მინისტრის თქმით, კლინიკის რეაბილიტაციის დაწყებამდე იქედან მოხდება ყველა ოჯახის გამოყვანა. სერგეენკომ აღნიშნა, რომ არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე, თუმცა იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და ხელი მოითბონ, მოუწევთ შენობის დატოვება.
სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში არიან განთავსებული. ინფექციური საავადმყოფოსა და კარდიოლოგიური ინსტიტუტის შენობის რეაბილიტაცია ერთად განხორცელდება.
მინისტრმა საუბრისას დასძინა, რომ ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დაახლოებით თვენახევარში დაიწყება და თანამედროვე კლინიკის შესაქმნელად უკვე არსებობს არქიტექტურული პროექტი. ამ პროექტის განხორციელება 9 მილიონი ლარი დაჯდება და ორი წლის განმავლობაში დასრულდება.
რაც შეეხება ონკოცენტრს, მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ონკოცენტრის არქიტექტურული გეგმა ჯერ არ არსებობს. აღნიშნული ცენტრი გადაკეთდება და მრავალპროფილური გახდება, თუმცა იქ მთავარი წამყვანი ონკოლოგია იქნება.
მინისტრის თქმით, ონკოცენტრის ტერიტორია 27 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, შესაბამსად, მის რეაბილიტაციას უფრო მეტი თანხა დასჭირდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაჯდება, ხოლო მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კიდევ დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მთლიანობაში ონკოცენტრის რეაბილიტაცია 50-55 მილიონი დაჯდება.

http://www.interpressnews.ge

2014.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006