logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია

2014 წლის 4 თებერვალს 15.00 საათზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი და პროექტი USAID Sustain სასტუმროში Holiday Inn ერთობლივად გამართავენ კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციას, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით

დავამსხვრიოთ მითები 

პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტის დირექტორი თამარ სირბილაძე, USAID Sustain პროექტის დირექტორი ნინო ბერძული. ღონისძიებაზე მოწვეული გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები და გამარჯვებული  ქალები თავად მოყვებიან საკუთარ ისტორიებს.

კიბოს მსოფლიო დღე 4 თებერვალი კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ეს დღე აგებულია გასული წლების კამპანიის წარმატებებზე და ფოკუსირებულია კიბოს მსოფლიო დეკლარაციის მე-5 მიზანზე: საზიანო მითებისა და გაუგებრობების ელიმინაცია კიბოს შესახებ.

ღონისძიების მიზანია აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება კიბოს შესახებ, გააქარწყლოს დაავადებასთან ასოცირებული სტიგმა, დაამსხვიოს კიბოს შესახებ გავრცელებული მითები, ასევე მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში ხელმისაწვდომი სკრინინგისა და სხვა ონკოლოგიური სერვისების შესახებ.

უკანასკნელ წლებში საქართველოში კიბოს შემთხვევების უმეტესობა დიაგნოსტირდება მესამე და მეოთხე სტადიაზე. 2012 წელს მესამე და მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი კიბოს წილმა შეადგინა 65%.

კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები  მთელი ქვეყნის მასშტაბით:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის;
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის;
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

USAID Sustain, რომელსაც ახორციელებს John Snow Inc, ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  გააუმჯობესოს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისები და აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ამ დაავადებების შესახებ.

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 1000-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმი და 500-მდე მეან-გინეკოლოგი ოჯახის დაგეგმვის, აბორტის შემდგომი მოვლის, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებზე. ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მიხნით, USAID Sustain ასევე ამუშავებს პერინატალური აკრედიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერტიფიცირების პროგრამებს საქართველოში დასანერგად.

პრეს-კონფერენცია დასრულდება  მიღებით.

http://www.ncdc.ge

2014.02.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006