logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება

საქართველო ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად ცხადდება. ქვეყნის ტერიტორიაზე, მისი გარემოში ინტროდუქცია იკრძალება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.
ამ ყველაფერს "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე გადაუგზავნა.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული პროდუქციის საბაზრო ქსელში განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მხრივ რაიმე ტიპის რეგულაციებს არ აწესებს.
"ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ გენმოდიფიცირებული თესლი და გენმოდიფიცირებული თესლისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც შეიძლება შემოდიოდეს საქართველოში. ჩვენ მეორეს არ ვკრძალავთ და ამას ვერც ავკრძალავთ, მაგრამ საქართველო გამოცხადდება დახურულ ზონად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით შექნილი თესლებისთვის, ანუ გენმოდიფიცირებული სათესლე ნედლეული საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. სამეცნიერო წრეებში დღემდე მიდის დავა, ბჭობა სასარგებლოა, თუ უსარგებლოა ის და შეუძლია თუ არა ავნოს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენ არ გვინდა რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამასთან, არა გვაქვს სასოფლო-სამეურნეო მიწების გიგანტური ფართობები, მაგრამ საქართველო ევროპის კონტინენტზე ფაქტიურად არის უკანასკნელი კუნძული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. ჩვენი სოფელი ამ კუთხით განადგურებული და წამხდარი არ არის. შეიძლება უამრავი მაღალხარისხანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ამით ვართ ჩვენ საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ამით უნდა შევიდეთ ჩვენ ევროპის სასურსათო ბაზარზე. ჩვენი სამარკო ნიშანია სუფთა თაფლი, სუფთა ბაღჩეული, ბოსტნეული, ხილი", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის ცნობით, საკითხი მთავრობამ დეტალურად შეისწავლა და საქართველოში გამოვლენილია მხოლოდ ორი კომპანია, რომელსაც ცოცხალი გემოდიფიცირებული ორგანიზმები შემოაქვს, ან გასულია იმ კომპანიაბზე, რომლებიც ამგვარ პროდუქციას აწარმოებენ.
ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანიც იქნება.
"ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" კანონპროექტს თან ახლავს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომელიც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით საქმიანობის წესების დარღვევაზე, მათი ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე და ასე შემდეგ, პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.

http://www.interpressnews.ge

2014.02.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006