logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რატომ უნდა გაიზარდოს სოციალური პროგრამები?

სახალხო დამცველის ოფისს ხშირად მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. უმეტეს შემთხვევაში დახმარების თხოვნაზე პასუხი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან უარყოფითია იმ მოტივით, რომ პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკვე ამოწურულია. სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ როცა საქმე გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას ეხება, ამგვარი დაყოვნება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს. სუბარი მიიჩნევს, რომ პარლამენტში განსახილველად შესულ კანონპროექტში, 2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა.
"საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამედიცინო და სოციალურ პროგრამებზე სულ გათვალისწინებულია 170 მილიონი ლარი. ეს თანხა არ არის საკმარისი და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამების სრულფასოვან განხორციელებას. კერძოდ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროგრამებისთვის დაწესებულია 14-მილიონიანი ლიმიტი, თუმცა პრაქტიკულად შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. სუბარის თქმით, დიალიზის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა მხოლოდ 550 პაციენტისათვის არის საკმარისი მაშინ, როცა საქართველოში 800-მდე მოქალაქე საჭიროებს აღნიშნული სახის დახმარებას.
"ამგვარი ლიმიტი ერთი და იმავე დაავადების ან ტრავმის მქონე ადამიანებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებს," - აცხადებს სახალხო დამცველი. მისივე განმარტებით, 2005 წლიდან რეფერალური პროგრამების ბენეფიციარების შერჩევას პრაქტიკულად ერთპიროვნულად განკარგავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2005 წლამდე ეს საკითხი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის კომპეტენციაში შედიოდა, რაც უზრუნველყოფდა რეფერალური პროგრამების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განაწილებას და პროცესის გამჭვირვალობას განაპირობებდა.
სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია, განახლდეს კომისიის მუშაობა და რეფერალური პროგრამების განხორციელება საზოგადოების აქტიური მონაწილეობითა და კონტროლით წარიმართოს.
სახალხო დამცველი მიესალმება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის ზრდას და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აისახება

თამარ დვალი

http://www.24saati.ge

2007.05.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006