logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სადაზღვევო კომპანია „არდი“ ჰეპატიტების მზარდი სტატისტიკის გამო კლინიკების უმკაცრეს შემოწმებას ითხოვს

სადაზღვევო კომპანია „არდი“ B და C ვირუსული ჰეპატიტის აგრესიულ ზრდაზე საუბრობს და პრევენციული ზომების მიღების ინიციატივით გამოდის.

„არდის“ სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორი ეკა ერგემლიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიაში ბოლო წლის სტატისტიკის ანალიზის შედეგად, ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტირების შემთხვევების აგრესიული ზრდა დაფიქსირდა. არა-უბედური შემთხვევის გარდა, დაზღვეული პირების სიკვდილიანობის მიზეზად დაახლოებით 50%  სწორედ ჰეპატიტები და მისი გართულებები ვლინდება. „არდი“ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, გადახედოს და გაამკაცროს ის რეგულაციები, რომელთა შეცვლამ ბოლო წლებში  გამოიწვია სავალალო შედეგები ამ მიმართულებით.

ერგემლიძის განცხადებით, აუცილებელია მაქსიმალური სიმკაცრით, პერმანენტულად დაიწყოს ყველა მოქმედი და ლიცენზირებული სტომატოლოგიური თუ სამედიცინო კლინიკის სასტერილიზაციო ნორმების შემოწმება და ზოგ შემთხვევაში, უნდა დადგეს განმეორებითი ლიცენზირების საკითხიც. ეს საშუალებას მისცემს სადაზღვევო კომპანიებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიონ პროვაიდერი სამედიცინო თუ სტომატოლოგიური დაწესებულება.

ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანია კონკრეტული ინიციატივებითაც გამოდის. 

„არდიში“ აცხადებენ, რომ მსგავსი ლიცენზირების ან სტანდარტების გარკვეული საკანონმდებლო ნორმები   სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებზეც უნდა გავრცელდეს, როგორც ინფიცირების  ერთ-ერთი წყაროს  მიმართ,  სადაც ხშირია მიკროტრავმები ხვადასხვა ესთეტიკური პროცედურების ჩატარების დროს.

აღსანიშნავია, რომ იმ დაზღვეულების უმრავლესობა, რომლებიც B ან C ჰეპატიტის  ვირუსით ინფიცირებულები არიან, ხშირ შემთხვევაში არ განეკუთვნებიან ნარკოტიკული ნივთიერებების მომხარებელთა რისკ-ჯგუფებს.

მიუხედავად იმისა, რომ B ჰეპატიტის ვაქცინა არსებობს და წლიდან წლამდე იზრდება მისი გამოყენების მაჩვენებლები, ინფიცირების კლება საზოგადოებაში არ აღინიშნება.

ასევე, ეკა ერგემლიძის აზრით, სასურველი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტრომ განიხილოს C და B ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტირების სულ მცირე სკრინინგ-ტესტების დამატება საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებულ სქემაში, რათა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო მომსახურებით, ქონდეს საშუალება მოახდინოს დაავადების დიაგნოსტირება  მის საწყის სტადიებზე, როდესაც პროცესი ჯერ კიდევ შექცევადია.

http://commersant.ge

2014.01.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006