logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს კორუფციული გარიგებების შესაძლებლობას ართმევს

აპრილიდან სახელმწიფოს მიერ დაზღვეული პაციენტები კლინიკებს თავად აირჩევენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

სერგეენკოს თქმით, კორპორაციული დაზღვევის სეგმენტი გაიზარდა, რასაც ხელისუფლება მიესალმება, და კერძო სადაზღვევო ინდუსტრია იმ საქმით დაკავდება, რისთვისაც მოწოდებულია, ანუ არა მესამე პირის ადმინისტრირებით – სახელმწიფო ფულის მართვით, არამედ კერძი დაზღვევისა და ბიზნესის განვითარებით. მინისტრის თქმით, დაწესდება გარდამავალი ეტაპები, რათა კერძო კომპანიებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოხდეს. 

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელია. მელიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ აღმოიფხვრება კერძო კლინიკებსა და სადაზღვევოებს შორის კორუფციული გარიგებები. როგორც მელია აცხადებს, კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს აქვს სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, რაც ჩვენს ქვეყანაში უგულვებელყოფილი იყო. 

როგორც ანზორ მელია აცხადებს, მაგალითად, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ერთ-ერთ კლინიკასთან კაპიტაციური ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, უხდიდა მოჭრილ თანხას, რის საფუძველზეც კლინიკას პაციენტებს უგზავნიდა. „წარმოიდგინეთ, ამ სქემის გამო ავლაბრიდან მწვავე ინფარქტის დიაგნოზით პაციენტები დიღომში მიყავდათ,“-აცხადებს მელია. 

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დაიცავს პაციენტების უფლებებს, გაზრდის კონკურენციას და აამაღლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. 

მინისტრის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს „ნიუ ჰოსპიტალსის“  დირექტორი ნიკა ოქრიაშვილიც. მისი თქმით, როდესაც პაციენტს აქვს არჩევანის თავისუფლება, ეს ზრდის ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება ზოგადად სისტემაზე. 

როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, კლინიკებს შორის კონკურენცია აქამდეც არსებობდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი უფრო ჯანსაღი იქნება.

http://commersant.ge

2014.01.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006