logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ

ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებაც ჩამოეთმევათ. ფართოვდება ტერმინის "ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის" გამოყენების სფერო, რაც პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით იმას ნიშნავს, რომ სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა "სისხლის სამართლის კოდექსის" XXXIII თავით განსაზღვრულ უკლებლივ ყველა სახის ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირს.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტის მიზანს აფთიაქებიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ლეგალური ბრუნვიდან უკანონო არხებში გადინების თავიდან აცილება წარმოადგენს. კანონპროექტი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა მოამზადეს.
"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, რიგ ნარკოდანაშაულის ჩამდენ პირებთან მიმართებაში გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პასიური საარჩევნო უფლებების ჩამორთმევა. ეს შეზღუდვა სადღეისოდ სააფთიაქო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე არ ვრცელდება და პარლამენტში ინიცირებული პროექტით, კანონს შესაბამისი პუნქტი დაემატება.
გარდა ამისა, იზრდება უფლების ჩამორთმევის ვადებიც. კერძოდ, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ან ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ხელმწემწყობს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ხუთი წლის ნაცვლად, ათი წლით ჩამოერთმევა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 10 წლის ნაცვლად, 15 წლით. ნარკოტიკების გამსაღებელს საექიმო, სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება 15 წლის ნაცვლად, 20 წლით ჩამოერთმევათ.
როგორც შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები განმარტავენ, რეგულაციების გამკაცრების საკითხი მწვავედ დგას განსაკუთრებით, როდესაც საქმე იმ პრეპარატების რეალიზაციას ეხება, რომელთა კუსტარული გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთიერებების მოხმარება მომხმარებელს ფიზიკურ და ფსიქიკურ ზიანს აყენებს. მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, I ჯგუფს მიკუთვნებული ზოგიერთი ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია მხოლოდ მკაცრ აღრიცხვას დაქვემდებარებული ფორმა #2 რეცეპტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, თუმცა მთელ რიგ აფთიაქებში კვლავ უხეშად ირღვევა საცალო რეალიზაციის დადგენილი წესები და პრეპარატები ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაიცემა.
"აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ამ კუთხით მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის არსებობა. შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ სააფთიაქო დაწესებულებების მფლობელებს უღირთ ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით წელიწადში რამდენჯერმე გადაიხადონ და საქმიანობა განაგრძონ. ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში გამოვლენილი სამართალდარღვევის შემდეგ, სამართალდამრღვევი  ნებართვის გაუქმების თაობაზე განაცხადით საკუთარი ნებით შემოდის, ან ადმინისტრაციული ორგანო ნებართვას ბრძანებით აუქმებს. ამის შემდეგ იგივე მფლობელი, სხვა იურიდიული პირის სახელით, იმავე მისამართსა და ფარმაცევტულ საქმინობაზე განაცხადით ახალი ნებართვის მისაღებად შემოდის. სამწუხაროდ, მოქმედ კანონმდებლოში არ არსებობს მსგავსი ქმედების ამკრძალავი საფუძველი, რის გამოც სამართალდამრღვევი  პირები აგრძელებენ როგორც უკანონო საქმიანობას, ასევე უკანონო ქმედებებს და ინსპექციის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიების და საჯარიმო სანქციების გამოყენების მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ დგება" - ნათქვამია პარლამენტში გადაგზავნილ პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ აფთიაქებიდან I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაცემამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც მათ უკანონო არხებში გადინების ფაქტს ადასტურებს, ხოლო ბოლო 5 წლის მანძილზე განხორციელებული იმპორტის მონაცემები, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.
ამავე კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტს "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებიც წარედგინა, რომლის მიხედვით, კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე - კონტროლი, ხოლო მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

http://www.interpressnews.ge

2014.01.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006