logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე - კონტროლს, ხოლო მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებენ.
საუბარია იმ ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე, რომელთა გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადება ხდება შესაძლებელი.
"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, პარლამენტს უკვე წარედგინა.
აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის გზით, "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხის და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ფარმაცევტულ პროდუქტზე კონტროლის ის რეჟიმი გავრცელდება, როგორიც I ჯგუფისთვის მიკუთვნებულ სხვა სამკურნალო საშუალებებზე არის დადგენილი. როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის ავტორები თანდართულ განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, ეს მათ მიმოქცევაზე (იმპორტი, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) მკაცრი კონტროლის განხორციელების საშუალებასა და საბოლოოდ, იმ უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემს, რაც აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტების არამიზნობრივ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.
პროექტის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, იმ ავადმოხმარებადი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ისეთი სამკურნალო საშუალებები და პრეპარატები, რომელთა არადანიშნულებისამებრ გამოყენება სუფთა სახით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად, ნარკოტიკულ თრობას იწვევს) განისაზღვრება, რომლებზეც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისთვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები გავრცელდება.
ასევე კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს წლიური მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კვოტა განისაზღვრება, რომელიც შეიძლება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვბის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგინდეს. შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კვოტის განსაზღვრა ზემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ახალ გამოწვევებზე სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
გარდა ამისა, როგორც ეს ორი უწყება აცხადებს, პრაქტიკა ადასტურებს, რომ დეზომორფინისა და ამფეტამინების მომზადების I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტო გაცემის აღსაკვეთად, მხოლოდ ადმინისტრაციული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. გასულ წელს "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სახდელი I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ლეგალური წესების დარღვევისათვის, თუმცა შსს და ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში აღნიშნული სანქციის გამოყენებას სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრას კოდეინის, ეფედრინის, ფსევროეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევისათვის.
პროექტის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქტროპული  ნივთიერებებისთვის განისაზღვრება წინასწარი შეთანხებისა და ნებართვის აღების ვალდებულება ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას. ასევე განისაზღვრება იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებადმე წინასწარი შეთანხმებისა  და ნებართვის მიღების ვალდებულება.
ამასთან, აცეტილჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნოკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი ნარკოტიკული საშუალებების II სიას უთანაბრდება, პრეპარატში ამ ნივთიერებათა  ოდენობისა და შემცველობის პროცენტული კონცენტრანტის მიუხედავად.
კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, კოდეინის, აცეტილჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, ნოკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების II სიას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეკუთვნება, თუ მათი ოდენობა დოზის ერთეულზე შეადგენს 100მგ-ს და 100 მგ-ზე მეტს, ხოლო განუყოფელ პრეპარატებში კონცენტრაცია 2,5% და 2,5%-ზე მეტია. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით კი, აღნიშნული გრადაციები უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოდეინის შემცველი კომბინირებული  პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების II სიაში გადავა. შესაბამისად, მათი რეცეპტის გარეშე რეალიზაცია აფთიაქისთვის (როგორც იურიდიული პირის, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის გამყიდველისთვისაც) სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ეფედრინი, ნორეფედრინი და ფსევდოეფედრინი პრეკურსორების IV სიის #1 ცხრილიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების III სიაში გადაინაცვლებს. ასევე ეფედრინის, ნორეფედრინის და ფსევდოეფედრინიდ შემცველი კომბინირებული საშუალებები ფსიქოტროპულ ნივთიერებათა III სიას უთანაბრდება. ამასთან, განისაზღვრება ეფედრინის, ნორეფედრინის და ფსევდოეფედრინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
აღნიშნული ნივთიერების რეცეპტის გარეშე გაცემა აფთიაქისთვის - როგორც იურიდიული, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირისთვის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

http://www.interpressnews.ge

2014.01.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006