logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღეიდან რამდენიმე მედიკამენტი აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება

დღეიდან რამდენიმე მედიკამენტი აფთიაქებში რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში გაიყიდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იტყობინებიან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას" დაემატა რამდენიმე ფარმაცევტული საშუალება, კერძოდ, ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი. ისინი ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია მოხდა. არსებული ცვლილების საფუძველზე, ზემოდ აღნიშნული მედიკამენტები გადატანილია I ჯგუფში და უფრო მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილების მიზეზს წარმოადგენდა უკანასკნელ პერიოდში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება არათერაპიული დოზებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. მათი უკანონო ბრუნვა და ბოროტად მოხმარება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
"აღნიშნული ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე (ექსპორტ-იმპორტი, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) გავრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც განსაზღვრულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. ბრძანება საკნონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 14 იანვარს და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს", _ აცხადებენ სამინისტროში.

http://www.interpressnews.ge

2014.01.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006