logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რეცეპტის ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა

რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ეტაპობრივ ცვლილებებს. ეტაპობრივი გადასვლის ძირითადი შემადგენელი კომპონენტია ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია.
• ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 2013 წლის 30 ივლისიდან აიკრძალა პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა;
• შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მომზადდა და მთავრობის ინიცირებით საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია ცვლილებების პაკეტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონებში შესატანად. ცვლილებების თანახმად, კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტზე ვრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. I ჯგუფს მიკუთვნებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან საერთაშორისო კონტროლს და მათი გამოყენება ხდება არამიზნობრივად, შესაძლებელია ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრა, ასევე, დამატებით სახდელად განსაზღვრულია პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი;
• 2014 წლის 14 იანვარს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, II ჯგუფიდან I ჯგუფში გადატანილია ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი. მათ მიმოქცევაზე (ექსპორტ-იმპორტი, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) გავრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც განსაზღვრულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე;
• მომზადებულია ,,ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) გამოწერის ინსტრუქციისა და რეცეპტის (ფორმა №3) ნიმუშის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-9/ნ ბრძანებაში ცვლილების პროექტი. აღნიშნული ნორმატიული აქტით განისაზღვრება იმ ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა (ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები, რენტგენოკონტრასტენი, კონტრასტები, რადიოფარმაცევტული პროდუქტები, ანტიჰიპოქსიური საშუალებები (ჟანგბადი), რომლის საცალო რეალიზაციაც აღარ განხორციელდება სააფთიაქო დაწესებულებებიდან და გაიცემა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებზე;
• განხორციელდა II და III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია. მომზადებულია "რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N 331/ნ ბრძანებაში ცვლილების პროექტი;

• მომზადებულია სარეკომენდაციო დოკუმენტი სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის, ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ATC) კოდების მიხედვით განსაზღვრულია II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის აფთიაქიდან ფორმა N3 რეცეპტით გაცემის ეტაპები, რაც ხელს შეუწყობს 2014 წლის 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე ფორმა N3 რეცეპტის ინსტიტუტის ეტაპობრივ დანერგვას.

http://www.moh.gov.ge

2014.01.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006