logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    5 000-ზე მეტი დასახელების წამალი ურეცეპტოდ გაიყიდება

რეცეპტების ეტაპობრივი დანერგვის სისტემას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აცნობს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის მედიკამენტების რეცეპტების გაცემაზე, ანუ აღადგენს იმ ლოგიკას, რაც ყოველთვის იყო ჯანდაცვაში და მეორეს მხრივ უერთდება ევროკავშირის კონვენციებს.
"რაც შეეხება ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მთავრობამ უკვე წარადგინა ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. იმედი მაქვს, რომ ეფედრინისა და კოდეინის შემცველი მედიკამენტები, რომელიც გამოიყენებოდა ნარკოტიკული თრობისთვის და საინექციო ნარკოტიკების დასამზადებლად, მეორე ჯგუფიდან აიწევა პირველი ჯგუფის, უმაღლესი კონტროლის ჯგუფში, ანუ ნარკოტიკების კატეგორიაში. მასზე გავრცელდება არა მარტო მკაცრი რეცეპტით გაცემა, არამედ მოხდება ქვეყანაში შემოსატანი რაოდენობის კვოტების განსაზღვრაც. მეორე ჯგუფის ექვსი მედიკამენტი, რომელთა სათავეშია დიკლოფენი, 10 დღეში გადავა პირველ ჯგუფში, ოღონდ ეს იქნება არა უმკაცრესი სიმაღლის კატეგორიაში, არამედ მესამე კატეგორიაში, ნარკოტიკებთან გათანაბრებულში. ეს რეგულირდება მინისტრის ბრძანებით, რომელიც უკვე გაცემულია და შესაბამისად რამდენიმე დღეში შევა ძალაში. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ზოგადი საანესთეზიოლოგო საშუალებები, საინგალაციო და საინექციო წამლები, რომლებიც მხოლოდ საოპერაციო ბლოკში შეიძლება იყოს გამოყენებული, ხოლო დღეის მდგომარეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ურეცეპტოდ შეძენა, რაც სასიკვდილო საფრთხის შემცველია. ანესთეზიკებზე და რელაქსანტებზე განხორციელდება შემდეგი რეგულაცია, რომ მათი გაყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დაწესებულების მიერ და არა კერძო პირის მიერ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება მესამე ჯგუფის მედიკამენტებს, როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, რჩება ძალიან დიდი ჯგუფი, მესამე ჯგუფი, სადაც 5 000-ზე მეტი დასახელების წამალი შევა, რომელზეც არანაირი რეცეპტი საჭირო არ იქნება და თავისუფლად გაიყიდება.
"არანაირი მარაგის შეძენა შესაბამისად არ არის საჭირო. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ექნებათ ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ასევე ჩვენ შექმნილი გვაქვს რეგულაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ბინაზე მწოლიარე პაციენტების მედიკამენტებით მომარაგება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://www.interpressnews.ge

2014.01.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006