logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცვლილებები მედიკამენტების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით

რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს ცვლილებებს. რეცეპტურაზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტია 2014 წლის 14 იანვარს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში განხორციელებული ცვლილება, რომელიც შეეხება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციას.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას" დაემატა ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი, რომლებიც მიეკუთვნებოდა ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს. არსებული ცვლილების საფუძველზე, ისინი გადატანილი იქნა I ჯგუფში და დაექვემდებარა უფრო მკაცრ კონტროლს. აღნიშნული ცვლილების მიზეზს წარმოადგენდა უკანასკნელ პერიოდში ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება არათერაპიული დოზებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. მათი უკანონო ბრუნვა და ბოროტად მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
აღნიშნული ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე (ექსპორტ-იმპორტი, მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) გავრცელდება იგივე კონტროლის მექანიზმები, რაც განსაზღვრულია ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.
ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 14 იანვარს და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

http://www.moh.gov.ge

2014.01.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006