logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე - იანვარი

2014 წლის იანვარი თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვეა. ამ თვის თემაა  ,,თანდაყოლილი ანომალიები არის საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“.  

თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მრავალი ორგანიზაციის  ძალისხმევა, წინა წლის თემაზე დაყრდნობით ,,ყოველი წუთში ბავშვები იბადებიან  თანდაყოლილი ანომალიით“ 2014  წლის მიზანია ცნობიერების ამაღლება, გაიზარდოს იმის აღქმა, რომ ანომალიებით დაბადებულები არიან ,,საერთო, ძვირი და კრიტიკული პრობლემა“ და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს თანდაყოლილი ანომალიების პრევენცია. აშშ-ში ყოველ 33 ახალშობილიდან ერთი ანომალიით იბადება და ეს წარმოადგენს ბავშვთა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს, ხოლო ბავშვები რომლებიც გადარჩებიან და ცოცხლობენ თანდაყოლილი ანომალიით, მთელი ცხოვრების  მანძილზე აქვთ  ფიზიკური, გონებრივი და სოციალური პრობლემების მაღალი რისკი.

საქართველოში თანდაყოლილი ანომალიების ინციდენტობა ბოლო წლების განმავლობაში იცვლება „ტალღი­სებურად“.  თუმცა 2010 წლიდან  მოყოლებული აღინიშნება თანდაყოლილ ანომალიათა მატება. 2012 წელს თანდაყოლილ ანომალიათა ინციდენტობამ 9.0 შეადგინა.

 

 

 

2011-2012 წლებში თანდაყოლი ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისცი­დო­ზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. ასევე ხდება მაღალი რისკის ორსულებში ანტენატალური სკრინინგი.

 

თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლიგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის.

 

 

ინფორმირებულობის გაზრდა, მოგვცემს საშუალებას, რომ  შევძლოთ  თანდაყოლილი ანომალიების სწორი მართვა. საჭიროა  ორსულებისა და მომავალი დედების განათლება შემდეგ საკითხებზე:

 

  • საჭიროების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას მიღება (ორსულობამდე 2 თვის ადრე და ორსულობისას 12 კვირის განმავლობაში);
  • დედათა ქრონიკული დაავადებების მართვა, როგორიცაა დიაბეტი, ეპილეფსია, ფენილკეტონურია;
  • ორსულობის დროს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით პრეპარატების მიღება აუცილებლობის შემთხვევაში;
  • ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან და  მსუბუქი ნარკოტიკისგან თავის შეკავება;
  • ანტენატალური მეთვალყურეობის განხორციელება;
  • ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავის არიდება სახლში და სამსახურში;
  • თავის არიდება ოჯახური ძალადობისგან;
  • ოჯახის მემკვიდრეობითი პრობლემების ცოდნა, საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტირება;


http://www.ncdc.ge

2014.01.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006