logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"

"ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, უფ­რო მე­ტიც, მა­თი 90 პრო­ცენ­ტი სუ­ლაც არ არის რძის პრო­დუქ­ტი" - ამ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს რძის ცხი­მის შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე აცხადებს:

-  ჩე­მი აზ­რით, ისე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რო­გო­რიც რძეა, და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ვერც ერ­თი პრო­დუქ­ტი ვერ ცვლის მას. რძე­ში შე­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ას­ზე მეტ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს. ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს თან­ხას, ჰგო­ნია, რომ იძენს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს და ამ დროს მის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლავს სთა­ვა­ზო­ბენ?
მისივე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ცია რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით არ უნ­და იყი­დე­ბო­დეს. სწორედ ამიტომ დაიწყო
ხელ­მო­წე­რა პე­ტი­ცი­ა­ზე, რათა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს თხო­ვონ მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც აიკ­რ­ძა­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - ცხი­მი და ცი­ლა ცხო­ვე­ლის რძი­სა­გან კი არა, სულ სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ რძეს, არა­მედ რძის პრო­დუქ­ტ­საც, მა­გა­ლი­თად, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს და ა.შ. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რო­მელ­საც ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია კა­რა­ქი და სპრე­დი - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტერ­მი­ნია. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, ხო­ლო კა­რა­ქი არის რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ასე რომ, მათ შო­რის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა. 
ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­სა­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, ის და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ტერ­მი­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ქ-ნი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე აღნიშნავს, რომ 2005 წელს, რო­დე­საც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­ჩერ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი­დან ყვე­ლა გა­და­ვი­და სა­წარ­მოო სტან­დარ­ტებ­ზე და ვინ რას აკე­თებ­და, დღემ­დე არა­ვინ იცის. ყვე­ლა სა­წარ­მოს სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი აქვს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. ამიტომაც ეს სფე­რო უნ­და მო­წეს­რიგ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, მკაც­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რო­ლით. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ მი­ი­ღოს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნას. კა­რაქ­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვი­სათ­ვის, იცავს მას ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან, აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მ­ზე. ასე­ვეა რძეც, მას­ში შე­მა­ვალ ამი­ნომ­ჟა­ვებს აქვთ უნა­რი გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყონ ორ­გა­ნიზ­მ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის რძის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მავ­ნე პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია? - არამც და არამც!

 

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

http://www.ambebi.ge

2014.01.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006