logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა

2014-2015 წლებში სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 1,000 პაციენტისათვის C-ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა (ანტივირუსული მედიკამენტების ჩათვლით) და სამოქალაქო სექტორში 10,000 ბენფიციარს შეეძლება C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შეძენა შეღავათიან ფასად.

დღეისათვის, ჯანდაცვის სამინისტროში დასრულებულია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის პროცედურები სასჯელაღსრულების სისტემაში მედიკამენტების მისაწოდებლად და ასევე, ხელმოწერილია შეთანხმება სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარებისათვის 2 წლის განმავლობაში მედიკამენტების შეღავათიანი ფასით მიწოდების თაობაზე.

განხორციელებულ ტენდერში პეგილირებული ინტერფერონის შესაძენად რეგიონისათვის უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო 1,000 პატიმრისათვის პეგილირებულ ინტერფერონს (პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონს) შეიძენს 158.67 ლარად, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე პეგილირებული ინტერფერონის ფასზე 60%-ით ნაკლებია.

იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება საჯარო სექტორში 10,000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად - ეროვნულ ვალუტაში არაუმეტეს 92,88 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულებით (გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).

სახელმწიფო შესყიდვით დაფიქსირებული ფასით და მომწოდებელთან (შპს „ჯი-ემ-პი") მიღწეული შეთანხმებით საქართველო რეიტინგში ეგვიპტის შემდეგ იმ სიის სათავეში ექცევა, სადაც პეგილირებული ინტერფერონი მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატებაა პაციენტებისათვის ანტივირუსული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ვირუსზე გამოკვლევის შემდეგ პაციენტთა მკურნალობას გულისხმობს, მსჯავრდებულთა ჩართვა სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყება.

სამოქალაქო სექტორში მედიკამენტების შეღავათიან ფასად შეძენა C ჰეპატიტით ინფიცირებულ მოქალაქეებს 2014 წლის 1 ივლისიდან შეეძლებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანხმობის წერილის საფუძველზე. სამოქალაქო სექტორის ბენეფიციართა რეგისტრაცია სააგენტოში 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე 1 ივლისისათვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეული, რაც საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში - მცოცავი გრაფიკის პრინციპით - რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტმარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.

პაციენტებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი აფთიაქებიდან.

ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე (www. moh.gov.ge) და ასევე, ცხელ ხაზზე (1505).

http://www.moh.gov.ge

2014.01.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006