logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიმიტრი ხუნდაძე - სუროგაცია შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება

აბორტის თემასთან დაკავშირებით პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებული პრობლემის გადაჭრის მიმართულებით, ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ შეიქმნას მაქსიმალური პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ამასთან, ხუნდაძე ე.წ. სელექციური აბორტების აკრძალვაზეც საუბრობს.
"აბორტების კუთხით საქართველოში ნამდვილად არასახარბიელო სტატისტიკა არსებობს. წელიწადში რეგისტრირებული აბორტების რიცხვი დაახლოებით 35 ათასია, თუმცა არარეგისტირებული აბორტების რაოდენობა შეიძლება იყოს ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველი ვართ, ანუ ყველაზე მკვლელი ერი, რომელიც საკუთარ შთამომავლებს ამ გზით ანადგურებს. აღსანიშნავია სელექციური აბორტები, როცა გოგონებს სიცოცხლის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ და არჩევანს ბიჭებზე აკეთებენ. ამან გარკვეულწილად დემოგრაფიული პრობლემა შექმნა. ზოგადად, აბორტების აკძალვასთან დაკავშირებით ასეთი რადიკალური ვერ ვიქნები, რადგან ამან შეიძლება არარეგისტრირებული აბორტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს და შეიძლება სიკვდილიანობამ მოიმატოს. აბორტის თემასთან დაკავშირებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი პარლამენტში და ჯანდაცვის სამინისტროში და ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. სამუშაო მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეიქმნას პირობები, რათა ოჯახმა ასეთ მძიმე გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ უნდა აიკრძალოს სელექციური ტიპის აბორტები. ასევე, დღეს კანონში არსებობს რეგულაცია, რომელიც სამდღიან გაფრთხილებას ითვალისწინებს, რათა მშობელს ჰქონდეს სამი დღე მოსაფიქრებლად, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი მიდგომა უნდა გააქტიურდეს. მაქსიმალური ინფორმირებულობის საშუალება უნდა მივცეთ პირს, ვინც ასეთ გადაწყვეტილებაზე მიდის, ანუ ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთონ ფსიქოლოგებიც და დედამ უნდა იცოდეს, რა პრობლემის წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაჭრის რა გზას ირჩევს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებას, ამ კონტექსტში დეპუტატმა ყურადღება სუროგაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება დასაშვები იყოს მაშინ, თუკი სუროგატი დედობის სურვილი ჰუმანიზმს ეფუძნება. "როცა ეს სხეულის გაყიდვის ფასად ხდება და ადამიანმა შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია", - აცხადებს ხუნდაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში კიდევ ერთხელ დაგმო და დააფიქსირა კრიტიკული პოზიცია აბორტებთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებით.

http://www.interpressnews.ge

2014.01.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006