logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    "არქიმედეს" დავალიანება რამდენიმე ასეული კლინიკის წინაშე დაუგროვდა

"არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დავალიანება რამდენიმე ასეული კლინიკისა და საავადმყოფოს წინაშე დაუგროვდა, -ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, ლაშა ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიაში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს, აპრილში მიიღეს, 19 აგვისტოს კი დაზღვევის სამსახურმა მონიტორინგის ჩატარება დაიწყო. 

”ვლინდებოდა სისტემატური დარღვევები, დავალიანება რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. რამდენიმეჯერ შევხვდით კომპანიის ინვესტორებს, რომელთაც წლის ბოლომდე არათუ ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა, არამედ მდგომარეობის გამოსწორებისთვის გეგმაც კი ვერ წარმოადგინეს. შესაბამისად, იძულებული გავხდით, გაკოტრების საქმე გაგვეხსნა”, - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" დავალიანება რამდენიმე ასეული სამედიცინო სერვისის მომწოდებლის წინაშე დაუგროვდა. მათ, გაკოტრების შემთხვევაში, ზარალი მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ.

”მართალია, ისინი არ არიან პირველი რიგის კრედიტორები, მაგრამ, სავარაუდოდ, რაღაც წილი მაინც შეხვდებათ, რადგან ”არქიმედესს” სახელმწიფოს წინაშე დავალიანება თითქმის არ გააჩნია. რაც შეეხება სესხებს, მას მხოლოდ ”თიბისი ბანკისგან” მცირე კრედიტი ჰქონდა აღებული, რომელიც ბანკმა, ჩვენი მონიტორინგის დაწყებისთანავე, აგვისტოშივე ანგარიშიდან ჩამოაჭრა ”, - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

რაც შეეხება 364 ათას ბენეფიციარს, რომელსაც კომპანია სოციალური დაზღვევის ფარგლებში ემსახურებოდა და ამისთვის 5,2 მილიონ ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა, მათ მომსახურებას, ნიკოლაძის თქმით, თავად სახელმწიფო განახორციელებს. კორპორაციულ კლიენტებს კი, რომელთა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ათასია, სხვა სადაზღვევო კომპანიის მოძიება მოუწევთ. 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე დაზღვევის სახელმწიფო სამსახურმა ”არქიმედეს" გარდა, ”ალფა” და ”ქართუ” შეამოწმა, სადაც, ნიკოლაძის თქმით, მცირე დარღვევები გამოვლინდა, თუმცა, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. წლის ბოლომდე კომპანია ყველა 14 სადაზღვევო კომპანიას შეამოწმებს. 

http://www.bpn.ge

2014.01.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006