logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ამირან გამყრელიძე: რამდენიმე კომპანიის დომინირება ფარმაცეპტულ ბაზარზე დიდ ფასნამატს იწვევდა

რა გავლენას იქონიებს ქართულ ბაზარზე  ფარმაცეპტული კომპანიების შემოსვლა  ადგილობრივ  წარმოებაზე?

შეგახსენებთ: მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ უცხოური კომპანიების შემოსვლა დააანონსა, ფარმაცეტვული ბაზრის ერთერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ „პეესპემ“ განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის აუცილებლობა არ დგას და დღეს მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ფარმაცევტული კომპანიების საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ  მწარმოებლეზე ცალსახად პოზიციურ გავლენას მოახდენს,   კერძოდ კი სერგეენკოს განმარტებით,  მწარმოებლებს  ქვეყანაში  ხარისხის კონტროლის სისტემის შემქნის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილოების და  გაფართოების საშაულება  მიეცემა, რადგან  აქამდე ხელისუფლება მედიკამენტებს ე.წ. აღიარებული ქვეყნებისგან ყიდულობდა, რადგან ადგილობივი  წარმოების ხარისხი დადასტურებული არ იყო.

,,სახელმწიფო არის ერთ–ერთი უმსხვილესი მედიკამენტების შემსყიდველი ის ამ მედიკამენტებს ყიდულობს ისეთი პროგრამებისათვის როგორიცაა, დიაბეტი, შიდსი,   ტუპერკულოზი... იმდენად რამდენადაც დღეს საქართველოში არ ასებობს  თანამდეროვე წამლის ხარისხის სისტემა,  სახელმწიფო იზღვევს თავს და ესეთ მედიკემანტებს ყიდულობს  მხოლოდ ე.წ. აღიარებული  ქვეყნებიდან.  ეს არის  ევრიკავშირი , იაპონია და კორეა . მაშინ  როდესაც იგივე მედიკამენტები აქვს ადგილობრივ  მწარმოებლებს და ფასი  გაცილებით დაბალია , მაგრამ რადგან არ ვიცით დადასტურებულად ხარისხი ვერ ვყუდულობთ მათ მედიკამენტებს“ აცხადებს სერგეენკო.

ქართულ ბაზარზე უცხოური  ფარმაცეპტული კომპანიების შემოსვლას ეხმაურება   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც.  კითხვაზე, თუ რას შეცვლის უცხოური კომპანიების შემოსვლა ჩვენს ბაზარზე, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის დომინირება მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატების არსებობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ფარმაცევტულ პროდუქტებზე მაღალ და მზარდ დანახარჯებს განაპირობებს და საქართველოში მედიკამენტების ფასზე დამატებული საშუალო ფანსამატი სხვა ევროპული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია. მისივე თქმით, კონკურენციის პირობებში ნებისმიერი ბიზნესი და მ.შ. ფარმაცევტული დარგი მეტ პროგრესს მიაღწევს.

,,საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები, ძირითადად, არა წარმოების სრულ ციკლს, არამედ, დისტრიბუციას ეწევიან, ამასთანავე შემოაქვთ წამალი და საქართველოში მის "დაბლისტერებას" და შეფუთვას ახორციელებენ. ქართული ფარმაცევტული მრეწველობა ვითარდება და დარწმუნებული ვარ ჯანსაღი კონკურენციისა და შესაბამისი ხარისხის კონტროლის არსებობის პირობებში, რასაც სამინისტრო გეგმავს, ისინი მეტად განვითარდებიან და გააფართოებენ ბიზნესს" აცხადებს გამყრელიძე

მისივე თქმით,  ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ გამორიცხავს და ხელისუფლების მოვალეობაა  ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოყვანით, ფარმაცევტულ სექტორში გაატაროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და  შექმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რამაც სხვა ინტერვენციებთან კომპლექსში (მაგალითად, რეცეპტის ინსტიტუტის შემოღება და სხვა საერთაშორისოდ აღიარებული რეგულაციები) უნდა შექმნას საფუძველი მედიკამენტების შედარებით გაიაფებისათვის.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ფარმაცევტულ პროდუქტებზე გაწეული დანახარჯების ოდენობა 2007–2010 წლებში ყოველწლიურად 23.7 პროცენტით იზრდებოდა. 

http://commersant.ge

2013.12.25


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006