logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ქართული სადაზღვევო ბაზარი 10-15 წლის წინანდელ დონეს დაუბრუნდეს?

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი 2014 წელს სადაზღვევო კომპანიებისთვის რთულ პერიოდს პროგნოზირებს. დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა წელს სადაზღვევო კომპანიების მონაცემები სახელმწიფო პროგრამების გარეშეც გამოაქვეყნა, რაც საგულისხმოა და ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან კომპანიები პროგრამების ბოლომდე ჩამორთმევას უნდა ელოდნენ. ხეჩინაშვილის თქმითვე, თუ სახელმწიფო პროგრამების ჩამოშორება კერძო სექტორიდან მოხდება და დაზღვევის ნაწილიც ჩამოიშლება, ბაზარი 10-15 წლის წინანდელ განვითარების დონეს დაუბრუნდება.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით ამ ეტაპზე სრული სურათი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, არ არსებობს, არის ვარაუდები და უფრო ნათელი სურათი წლის დასაწყისში გახდება, თუმცა ცხადია, 2014 წელს სადაზღვევო ბაზარს რთული პერიოდის გავლა მოუწევს. 

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში კი განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მოქალაქეების ჯანდაცვაზე და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაა. კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალი წლიდან კერძო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამების ეტაპობრივად ჩამორთმევა დაიწყება, მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან საბაზისო პაკეტით და გაუმჯობესებელი სერვისების შეთავაზება უკვე კერძო კომპანიებს შეეძლებათ.

დიმიტრი ხუნდაძე არ უარყოფს, რომ მოსახლეობის ნაწილი საბაზისო პაკეტს დასჯერდება, თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ამ შემთხვევაში მთავარი მოქალაქეზე ზრუნვაა. მისივე თქმით, კერძო კომპანიები ვერ უზრუნველყოფდნენ მოქალაქეებს სამედიცინო სერვისებით, არასწორად ოპერირებდნენ და მოსახლეობის ნახევარი დაზღვევის გარეშე იყო. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კერძო კომპანიებისთვის სახელმწიფო პროგრამების ჩამორთმევის პროცესი სავარაუდოდ აპრილისთვის დასრულდება.

http://commersant.ge

2013.12.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006