logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კახა ოქრიაშვილი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე უცხოური კომპანიების შემოსვლის წინააღმდეგია

ქართულ  ფარმაცევტულ ბაზარზე უცხოური კომპანიების შემოსვლას „პე ეს პეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მთავრობას ურჩევს, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე იზრუნოს.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქართულ ბაზარზე შემოსვლას 5 ფარმაცევტული კომპანია გეგმავს, რომლებთანაც  მოლაპარაკებებს მინისტრი პირადად აწარმოებს, თუმცა, მისი განმარტებით, კომპანიების შემოსვლის ერთ–ერთ აუცილებელი პირობა მედიკამენტების კონტროლის კუთხით მწყობრი სისტემის შექმნაა.  

როგორც კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, დღეს ქართულ ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები ქართული ბაზრის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებენ და ახალი კომპანიის  შემოსვლის საჭიროება არ დგას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უმჯობესია  არა  ფარმაცევტული  ბაზრის განვითარებაზე, არამედ ონკოლოგიური და  ალერგიული დაავადებების მკურნალობაზე იფიქროს.  

„საქართველოში ყველაზე კარგად საბანკო და ფარმაცევტული სფეროებია განვითარებული, დაანებონ ამ ბაზრის ხელშეწყობას თავი და ახალი კომპანიების შემოყვანას, ჯობია სხვა მიმართულებით განვითარებაზე იფიქრონ, 10 წელია უკვე ვითხოვთ ექსპორტის ხელშეწყობას,“ – აცხადებს  ოქრიაშვილი.  

მისივე თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ  ქართულ ფარმაციას სერიოზულად არ უყურებენ და ამის მიზეზი საქართველოში ხარისხის კონტროლი არ არსებობაა. 

ქართულ ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას დადებითად არ მცირე სააფთიაქო ქსელები უყურებენ. ისინი აცხადებენ, რომ ბაზარზე ისედაც არაკონკურენტულ პირობებში არიან მსხვილი მოთამაშეების გამო, ახალი ფარმაცევტული კომანიების შემოვლის შემდეგ კი ისინი ბაზრიდან უბრალოდ გაქრებიან. 

„ფასდაკლებების აქციები, რომლებსაც მომხმარებელს დიდი კომპანიები სთავაზობენ, ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს და იძულებულს გვხდის წაგებაზე წავიდეთ, რადგან მომხმარებელს  ასეთ დროს  დაბალი ფასი უნდა შევთავაზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაყიდვები მინიმუმამდე დაგვეცემა. ხოლო თუ ბაზარზე ახალი კომპანიები შემოვლენ, ეს კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას და ბაზრიდან უბრალოდ გავქრებთ,“ – აცხადებენ მცირე სააფთიაქო ქსელებში.

http://commersant.ge

2013.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006