logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (WHO) მისიის ანგარიშის შედეგების გაცნობა

"2013 წლის 29 ნოემბერს 10:30 საათზე ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC&PH) გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (WHO) მისიის ანგარიშის შედეგების გაცნობისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვისათვის დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ერთობლივი საჭიროებების შეფასების მისია 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს უფროსი ბატონი ჰაიკ ნიკოგოსიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ეროვნული კომისიის სამუშაო ჯგუფში შემავალი სამინისტროებისა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად, 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. აღნიშნული კომისიის მიერ შემუშავებული იქნა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია (რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N196 დადგენილებით) და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე დამტკიცდა.

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და მისთვის მეტი ჯანმრთელი წლების უზრუნველყოფა თამბაქოს მოხმარების შემცირების და მეორადი კვამლისგან დაცვის გზით. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს განსახორციელებელ ღონისძიებებს, ამოცანებს, გეგმის განხორციელების ვადებს, შესრულება პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებსა და დაფინანსების საკითხებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია (თკჩკ) ჯანმოს მიერ მიღებული პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. იგი მიღებული იქნა 2003 წელს და წარმოადგენს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ხელშეკრულებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში გაერთიანებული ერების ისტორიაში. მასზე ხელი მოწერილი აქვს 177 ქვეყანას. საქართველომ 2006 წლის 14 თებერვალს მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება და იგი ძალაში შევიდა 2006 წლის 15 მაისს. ამ ხელშეკრულების რატიფიცირებით, საქართველომ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს მისი აღსრულება სვადასხვა კანონისა თუ რეგულაციების საშუალებით. საჭიროა მოხდეს ვალდებულებების განსაზღვრა კონვენციის მიხედვით, და შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ შესაბამისი მოვალეობების გადანაწილება,  საჭირო რესურსების და საერთაშორისო მხარდაჭერის  მოძიება.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულყოფილი აღსრულების მიზნით და თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერების ინიციატივის მხარდასაჭერად მიმდინარე წლის მარტი-ივნისის თვეებში, საქართველოს მთავრობისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს მიერ ერთობლივად განხორციელდა თამბაქოს კონტროლის სტატუსის, ძირითადი გამოწვევებისა და სავარაუდო საჭიროებების პირველადი ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოს მიერ სამდივნოსათვის წარგენილ უკანასკნელ ანგარიშსა და სხვადასხვა წყაროებს. ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კონვენციის სამდივნო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ წარმომადგენლები გაეროს განვითარების პროგრამიდან და მსოფლიო ბანკიდან, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად 2013 წლის 3-7 ივნისს განახორციელეს საჭიროებების შეფასების ერთობლივი მისია. მისიის შედეგად გამოვლინდა განხორციელების ხარვეზები კონვენციის თითოეული მუხლის შესაბამისად და შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია მისიის ანგარიშში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნო http://www.who.int/fctc/en/
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ვებ გვერდი www.ncdc.ge, ფეისბუქი https://www.facebook.com/ncdcgeorgia;

http://www.ncdc.ge

2013.11.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006