logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საზღვარგარეთ ჯანმრთელები შინ მშობიარობენ, საქართველოში კი - პირიქით...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ რღვევა დაიწყო, დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ეს მაჩვენებელი დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია და გაცილებით მაღალი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით...
უკანასკნელ წლებში, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა და ახალშობილთა სიკვდილიანობა მატების ტენდენციით ხასითდება. 2000 წლის მონაცემებით ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის საშუალო დონე ევროპაში შეადგენდა 12.6, ევროგაერთიანების ქვეყნებში - 5.7, საქართველოში - 24,9; ხოლო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, შესაბამისად - 9,7; 4,7 და 22,6-ს.
5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლებში წამყვანი ადგილი უჭირავს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას. ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს კი ძირითადად განაპირობებს სიკვდილიანობა დაბადებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში.
ექსპერტების განმარტებით, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას განაპირობებს: ანტენატალური ზრუნვისა და პერინატალური სამსახურების, შესაბამისად, უსაფრთხო მშობიარობის შესაძლებლობის ნაკლები ხელმისაწვდომობა; უსაფრთხო დედობისა და ჩვილ ბავშვთა მოვლისა და განვითარების საკითხებში დედათა განათლების დაბალი დონე; მოსახლეობაში, ოჯახებსა და ქალებში არსებული სამედიცინო-სადაზღვევო მომსახურებაში ინფორმირებისა და შესაბამისად, ამ მომსახურების გამოყენების (მიმართვიანობის) დაბალი დონე; არაეფექტიანი პოსტნატალური დიაგნოსტიკა, გენეტიკური კონსულტაციების არარსებობა; დაბადებიდანვე ახალშობილთა ადეკვატური სამედიცინო დახმარებისა და მოვლის ნაკლებობა; ბავშვის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის არარსებობა; ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებების ინტეგრირებული მართვის ნაკლებობა; პედიატრიული და ნეონატალოგიური კადრების უწყვეტი განათლების სისტემის განუვითარებლობა.
საქართველოში მაღალია დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2000 წელს დედათა სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი ევროპაში შეადგენდა 18,5-ს, ევროგაერთიანების ქვეყნებში - 5,6-ს, ხოლო საქართველოში - 47,1-ს. დედათა სიკვდილიანობის სტრუქტურაში იკვეთება ახალი ტენდენციები, როგორიცაა ბინაზე მშობიარობისა და აბორტის გართულებების (კრიმინალური აბორტი) შედეგად გარდაცვალება. 1990 წლამდე მშობიარობათა 99,9 პროცენტი სამშობიარო სახლებში ხდებოდა. მომდევნო წლებში ჯანდაცვის მომსახურების მიუწვდომლობის გამო, განსაკუთრებით სოფლებში, გახშირდა სახლში მშობიარობის შედეგად გართულებების რიცხვი. სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის სახელდება ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლდენა და თრომბოემბოლია. დედათა სიკვდილიანობის ანალიზით ვლინდება, რომ მაღალია დედათა გარდაცვალება უშუალოდ მშობიარობის დროს, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ზოგჯერ კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობითა და სამშობიარო სახლების მწირი აღჭურვილობითაა განპირობებული. მოზარდთა და ქალთა პროფილაქტიკური განათლების დონე დაბალია; განუვითარებელია ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქტოლოგიური სამსახურის სისტემა.
ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური ცენტრის მთავარი მეანი ზაზა სინაურიძე აღნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რომელიც აღებული აქვს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, იქ კი პირველი პუნქტია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა. საქართველო უნდა დავიდეს იმ მაჩვენებელზე, რომელიც დამახასიათებელია ევროპის ქვეყნებისთვის.
ევროპას სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენზე 10-ჯერ დაბალი აქვს. ევროპის ბევრ ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის 9 თვე გართულების გარეშე მიდიოდა, ქალისა და ექიმის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქალი მშობიარობს სახლში. მაგრამ მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში, სამშობიარომდე უნდა მიხვიდე ნახევარ საათში. საზღვარგარეთ ბინაზე მშობიარობენ ყველაზე ჯანმრთელები, საქართველოში კი მშობიარობენ ყველაზე ავადმყოფები და ამიტომ დიდია სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე საავადმყოფოებში.
რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, 80 პროცენტზე ზევით ნაადრევი ახალშობილების სიკვდილიანობა აღინიშნება.
საქართველოში პერინატალური ცენტრი გაიხსნა და სისტემაც შეიცვალა. მაგალითად, თუ კილოიანი ბავშვი ადრე განწირული იყო, დღეს, მას გადარჩენის 70 პროცენტი აქვს.
ნაადრევი მშობიარობის და მეორეს მხრივ, პერინატალური სიკვდილიანობის შემცირების რეზერვებია მოზარდი თაობის სამედიცინო კულტურის ამაღლება, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, ოჯახის დაგეგმარების დანერგვა, ორსულთა მწვავე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა, ქრონიკული პათოლოგიების ადეკვატური მართვა, მძიმე სამეანო-გინეკოლოგიური ანამნეზის მქონე ორსულთა გამოკვლევა და ა. შ.
ნაადრევი მშობიარობის 2 პროცენტით შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვთა სიკვდილიანობას.

ოლღა ცისკარიშვილი

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2007.05.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006