logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში ახალი ბიზნეს-კომპანიები ერთვებიან

კიბო საზოგადო პრობლემაა, რომლის მოგვარებაშიც საზოგადოებისა და ბიზნესის ყველა წევრის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამი თვის წინ საქართველოში ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ მუშაობა დაიწყო.

აღნიშნული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სიმსივნით დაავადებულ პირთა დახმარებას. ფონდი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას აფინანსებს, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით.

ფონდი „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ წევრები (ბიზნეს ორგანიზაციები) ყოველთვიურად საწევროს სახით 1000, 500 ან 250 ლარს იხდიან. ესაა პროექტი, რომელიც კომპანიებს მისცემს საშუალებას, განავითარონ და გაიმყარონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე და ამავე დროს უდიდესი როლი შეასრულონ კაცობრიობის ნომერ პირველი მტრის, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ დირექტორის ნინო პერტენავას თქმით, ფონდის მთავარი დანიშნულებაა ბიზნესის ხელშეწყობით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, კიბოს ნაადრევი გამოვლინება და კვლევა, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა, რაც გვაძლევს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას და პაციენტის საბოლოო განკურნების მაღალ შანსს.

პერტენავას ინფორმაციით, ფონდის შემომწირველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, ეს ორგანიზაციებია: კოსმეტიკური ფირმა AVON, PSP, სილქნეტი, ჯეოჰოსპიტალი, სინერჯი ჯგუფი, VTB ბანკი,), რომლებმაც უკვე შემოიტანეს თანხები. „ისინი გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ჩვენთან ერთად ებრძვიან ნომერ პირველ დაავადებას კიბოს,“ - ამბობს ნინო პერტენავა.

ყველა ადამიანს შეუძლია უფასო გამოკვლევების ჩატარება, რომელიც მიმართავს მარტინ. დ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრს და თან იქონიებს ექიმის ცნობას და ფორმა „ასს“. ფონდის დაფინანსებით ამჟამად აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრმა 155 ადამიანს 342 კვლევა ჩაუტარა. ირაკლი კოხრეიძე –მარტინ დ. აბელოფის –კიბოს კვლევის ცენტრის მამოლოგიის დეპარტემენტის უფროსი: “კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. სკრინინგის პროგრამებიც სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს. ადრე გამოვლენის შემთხვევაში კი განკურნების ალბათობა 100%–მდე იზრდება. ამავე დროს, გაცილებით მცირეა მკურნალობის ხარჯები, ვიდრე კიბოს შორსწასული ფორმების ამდენად კიბოს პროფილაქტიკა, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ–ერთ მთავარ მექანიზმად ითვლება მკურნალობისას. მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების აპარატურით და ტესტ სისტემებით.“

ერთად დავამარცხოთ ძუძუს კიბო საქართველოში და ვიბრძოლოთ ქალბატონების ჯანმრთელობისათვის!“ - ეს სლოგანი კომპანია ეივონს ეკუთვნის. გუჩი თავხელიძე - კომპანია ეივონის პიარ მენეჯერი:

„კოსმეტიკურმა კომპანია ეივონმა 2013 წლის აპრილიდან საკუთარ თავზე აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და დაიწყო ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში. კომპანია კატალოგებში არსებული საქველმოქმედო პროდუქტების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მთლიანად მოახმარს ამ დაავადებასთან ბრძოლას საქართველოში. წელს კომპანია ეივონმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით და შეგროვილი თანხები გადარიცხა საქველმოქმედო ფონდში „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ რათა შეძენილ იქნას მამოგრაფი, რომელიც გადაეცემა კიბოს კვლევით ცენტრს, მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიას. შეძენილი აპარატის საშუალებით უკვე 2013 წლის დეკემბრიდან საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ქალბატონი, განურჩევლად ასაკისა, შეძლებს ჩაიტაროს უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა, რაც დაეხმარება მათ ადრეულ ასაკში აღმოაჩინონ და დაძლიონ ეს დაავადება.

http://commersant.ge

2013.11.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006