logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მიუნხენის სამედიცინო ბიოდაცვის საერთაშორისო კონფერენცია

2013 წლის 22-25 ოქტომბერს დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  დირექტორი  ამირან გამყრელიძე და ამავე ცენტრის ორი თანამშრომელი, გვანცა ჭანტურია და გიორგი ბაბუაძე იმყოფებოდნენ მივლინებაში, სამედიცინო ბიოდაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე მიუნხენში (www.biodefense2013.org), რომელიც ორგანიზებული იყო  გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის მიერ გერმანიის სამხედრო-სამედიცინო და ფარმავცევტულ საზოგადოებასთან ერთად.

აღნიშნულ კონფერენციაზე ბატონ ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებული იქნა ერთი პლენარული მოხსენება თემით: „ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის გაუმჯობესება საქართველოში, საერთაშორისო ურთიეთთანამშრომლობის ფარგლებში“ და წარდგენილი  იქნა პოსტერი: „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გამოჩენა საქართველოში“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები 35 ქვეყნიდან (450-მდე მონაწილე), რამაც ცენტრის დელეგაციას შესაძლებლობა მისცა შევხვედროდნენ ბევრი მათგანის წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელებს. შეხვედრებისას განხილული და დაგეგმილი იქნა ჩვენს ცენტრთან თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამეცნიერო და ბიოუსაფრთხოების საკითხებში.

კონფერენციის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან (სამედიცინო ბიოდაცვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოქტორი რომან ვოლფელი და ფედერალური საგარეო ოფისის პროგრამის მენეჯერი იოაჰიმ ფონ ბონინი). შეხვედრები ეხებოდა საქართველოში 2013-2016 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტს ბიოუსაფრთოების საკითხებში, რომლის ფარგლებში  გერმანელ მეცნიერებთან სამომავლო ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობის წამოწყების შესაძლებლობა ეძლევა ცენტრს.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით საშიშ და სხვა პათოგენების დიაგნოსტიკასა და დახასიათებაში,  საველე სამუშაოებსა და ლაბორატორიული  ხარისხის კონტროლის მართვაში საქართველოში; ცენტრის ლაბორატორიული აღჭურვილობის შესაძლებლობების გაძლიერება, ეროვნული და რეგიონუილი შეხვედრების ორგანიზება და ახალი კადრების მომზადება/გადამზადება გერმანიაში სადოქტორო მომზადების ჩათვლით.

ასევე მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ბერლინის რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტთან პროფესორ რაინჰარდ ბურგერთან. რობერტ კოხის ინსტიტუტი გახლავთ გერმანიის ყველაზე დიდი და წამყვანი ფედერალური ინსტიტუცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა ურთიერთანამშრომლობისა და შეთანხმებისამებრ გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და სხვა დონორული ორგანიზაციების მეშვეობით ხელი შევუწყოთ ქართველი სპეციალისტების ხანმოკლე და ხანგრძლივვადიან სტაჟირებებს რობერტ კოხის ინსტიტუტში.

სხვა მრავალი შეხვედრიდან მნიშვნელოვანია, აგრეთვე შეხვედრა  ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორთან აშშ-დან, ჩრდილო არიზონის უნივერსიტეტის მიკრობული გენეტიკისა და გენომიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან დოქტორ პოლ კეიმთან და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიან უნივერსიტეტის, მაქს ფონ პეტენკოფერის ინსტიტუტის ჯგუფის ლიდერთან ალექსანდრ რაკინთან, რომლებთანაც განხილული იქნა ასევე  სამომავლო თანამშრომლობის განვითარები პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის მიერ წარდგენილმა პოსტერმა დიდი ყურადრება მიიპყრო. განსაკუთრებით დაინტერესდა პოსტერში წარმოდგენილი შედეგებით კომპანია „სექურეტეკ“-ის (http://www.securetec.net) სამეცნიერო კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბ-ნ სებასტიან კლაუსი. ბ-ნ კლაუსმა სურვილი გამოთქვა ცენტრთან თანამშრომლობაზე, კერძოდ მისი კომპანიის მიერ წარმოებული, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი ვირუსის დეტექციის სწრაფი ტესტების ვალიდაციასთან დაკავშირებით.

 

http://www.ncdc.ge

2013.10.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006