logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭოს სხდომა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 29 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს ერთობლივი სხდომა.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ჯაშმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლებმაც ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის მნიშვნელოვან პროცესებზე და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის საჭიროებებზე დაფუძნებული სამსახურების გეგმაზომიერ განვითარებაზე.
მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა მარიამ ჯაშმა მოკლედ მიმოიხილა დღის წესრიგი და ამასთან ისაუბრა დონორი ორგანიზაციების (ევროპის საბჭო (COE), გაეროს განვითარების ფონდი (UNDP), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო (OSFG)) ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობაზე. ქალბატონი მარიამის მიერ აღწერილი იქნა ის დეტალები, თუ როგორ ხდება სამუშაო პროცესების კოორდინაცია. კერძოდ, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველომ", ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სამუშაო რეჟიმში განიხილეს საბჭოს წევრებმა, მიღებული იქნა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის სრულყოფისათვის.
ევროპის საბჭომ (COE) შერჩეულ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა ჩაატარა, რომლის სამუშაო პროცესში განხილვა იგეგმება ნოემბრის თვის შუა რიცხვებში. აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის სამუშაო პროცესს უზრუნველყოფს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომლის სტრუქტურასა და ვადებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
ამასთან, ევროპის საბჭოს (COE) მიერ უზრუნველყოფილია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა და მათი ექსპერტული შეფასებების მიღება კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მომავალი მოწყობის სისტემური ხედვა დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: მოქნილობა, მდგრადობა, სტიგმატიზაციის შემცირება, საჭიროებებსა და შედეგზე ორიენტირებულობა, მოვლისა და მკურნალობის მაღალი სტანდარტები და ფინანსური ტვირთის სამართლიანი გადანაწილება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს განვითარება საინტერესო კვლევების, ახალი სახელმძღვანელოების დაწერის, ახალი პროგრამების და სერვისების შექმნის, პროფესიული რესურსების მოზიდვის საწინდარი იქნება და რაც მთავარია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობისა და მოვლის მიდგომა შეიცვლება და პაციენტზე ორიენტირებული გახდება - მისი უფლებების სრული აღიარებით და ჰუმანური მიდგომის დამკვიდრებით.

http://www.moh.gov.ge

2013.10.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006