logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წამლების ხარისხი ქართული ლაბორატორიის მეშვეობით გაკონტროლდება

წამლების ხარისხის გაკონტროლება მომავალი წლიდან დაიწყება. ერთი წლის თავზე კი სისტემა გამართულად იმუშავებს. იგეგმება დიდი ქართული ლაბორატორიის შექმნაც.

საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება, ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს, რაც ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არარსებობის ან არასრულფასოვანი არსებობის გამო, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება იჩაგრება. მას შემდეგ კი, რაც მოხდება ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხის დადასტურება ან უარყოფა, მათ შესაძლებლობა მიეცემათ სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა.

სერგეენკოს განმარტებით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მედიკამენტების ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

„არსებობს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის საერთაშორისოდ მიღებული სისტემა, რომლის დანერგვაც შედის ჩვენს გეგმებში და ვაპირებთ წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან დავიწყოთ. ამას დრო სჭირდება, რადგან მასშტაბურია. ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მრეწველობას, რადგან ახლა ჩვენ დადასტურებულად არ ვიცით რიგი პარამეტრების შესახებ და სახელმწიფო შესყიდვებს მხოლოდ აღიარებითი ქვეყნების ე.წ. სიიდან ვახორციელებთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ხარისხის კონტროლს სხვა დადებითი თვისებაც აქვს. მას შემდეგ, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა დასრულდება, პაციენტების მედიკამენტური უზრუნველყოფის პროექტი გაფართოვდება.

„მედიკამენტები მკურნალობის განუყოფელი ნაწილია და ვზრუნავთ ამ ნაწილზე. უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ფარავს ქრონიკულ დაავადებებს, მედიკამენტების ჩათვლით. რაც შეეხება გადაუდებელ და სტაციონარულ მდგომარეობებს, ეს ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის თუ დაზღვევის პაკეტში.

რაც შეეხება შემდგომ გაფართოვებებს, ეს არის დამატებით ახალი პროექტის ამუშავება, რაც უკვე გამოცხადებულია. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, რაც დასრულდება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა“, - განაცხადა მინისტრმა.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამდონიან სისტემას იყენებს, რაც მალე ხუთდონიანით შეიცვლება.

„არსებული ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს მხოლოდ ერთს - „ჯიემპი“ სერტიფიკატს, რაც მხოლოდ წარმოებისაა და სრულყოფილი არაა. როცა საკონტროლო შესყიდვა ხორციელდება, ხარისხის კონტროლი ადგილობრივ ლაბორატორიაში მოწმდება. ანუ ხორციელდება სამდონიანი ხარისხის კონტროლი, ჩვენ ავდივართ ხუთდონიან საერთაშორისო კონტროლზე“, - ამბობს სერგეენკო.

ჯანდაცვის დანახარჯებიდან მედიკამენტების წილი დაახლოებით 60%-ია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვეულებრივ, მედიკამენტებზე დანახარჯი ჯანდაცვის დანახარჯებში 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამას ორი მიზეზი განაპირობებს: მაღალი ფასები წამლებზე და ექიმების მხრიდან არასაჭირო მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა.

არსებობს საერთაშორისო სტანდარტები. ამ სისტემის დანერგვის მიზანი, ზოგადად, მოქალაქეების ხარისხიანი მედიკამენტებით მომარგებაა, თუმცა მხოლოდ ხარისხის კონტროლი საკმარისი არ არის.

„მედიკამენტებზე ფასების დასაწევად ახალი მოთამაშეებისთვის ფარმაკოლოგიური ბაზარი უნდა გავაფართოვოთ. ახალ მოთამაშეებს ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემა თუ არ დავახვედრეთ, ბაზარს უხარისხო წამლები წალეკავს.

ხარისხის კონტროლი ხუთი დონისგან შედგება. ნედლეულს, რომელიც საბაჟოს გადმოკვეთავს, სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. ეს იმის დასტურია, რომ ნედლეული ხარისხიანადაა წარმოებული. შემდეგი ეტაპი არის ადგილობრივი წარმოების შიდა ლაბორატორია და ქართული ლაბორატორია.

ჩვენ ახლა სამხარაულის ბიუროს სერვისებს ვიყენებთ, რომელიც ამ საქმისთვის სერტიფიცირებული არ არის. ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი საქართველოში ამ ლაბორატორიის აშენება და აღჭურვა იქნება. უნდა მომზადდნენ სპეციალისტები“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

სისტემის დანერგვა მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, იანვარ-თებერვალში დაიწყება. პირველი ეტაპი მომავალი 2014 წლის შემოდგომაზე დასრულდება. დღეიდან ერთი წლის განმავლობაში, წესით და რიგით, წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა უნდა არსებობდეს. სხვათა შორის, საერთაშორისო კომპანიები „როშე“ და „ფაიზერი“ საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნით დაინტერესებულნი არიან.

http://www.for.ge

2013.10.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006