logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი თაობის სუბერთეულოვანი ვაქცინა და ჯილეხი

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (NATO) „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SFP) პროგრამის მიერ 2012 წელს დაფინანსდა საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანია ჯილეხის საწინააღმდეგო ახალი თაობის ვაქცინისათვის პოტენციური ანტიგენების გამოვლენა და შესწავლა, რაც საფუძველს ჩაუყრის გაუმჯობებსებული, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართველი მეცნიერები თანამშრომლობენ დიდი ბრიტანეთის, თურქ და ამერიკელ მკვლევარებთან კარდიფის უნივერსტეტის ფარმაკოლოგიის სკოლის პროფესორის, ლეს ბეილის ხელმძღვანელობით. კვლევის ძირითადი ნაწილი შესრულდება საქართველოში, დოქტორ ნინო ტრაპაიძის ლიდერობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რ. ლუგარის სახ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) მწვავე ზოონოზური ინფექციაა, რომელიც უმთავრესად აავადებს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს.

ადამიანის ჯილეხით დასნებოვნება შესაძლოა დაავადებულ ცხოველებთან ან მათ პროდუქტებთან უშუალო კონტაქტისას, დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსებიდან (ზედა სასუნთქი გზები ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი) ადამიანის ორგანიზმში გამომწვევის შეჭრის შედეგად.

დაავადების   დროული   აღმოჩენის   და  მკურნალობისას   ჯილეხის უმეტესი შემთხვევები განკურნებადია, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში ინფექციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

დღეისთვის, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა მოწყვლადია ჯილეხის ინფექციის მიმართ და შესაძლოა ადვილად დაინფიცირდეს არა მარტო ბუნებრივად, არამედ ბიოტერორისტული აქტის შედეგადაც, რაც ცხადყო 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საფოსტო გზავნილების საშუალებით განხორციელებულმა ბიოტერორისტულმა შეტევამ. ამ ფაქტის შემდეგ  გაძლიერდა  მუშაობა  ჯილეხის  საწინააღმდეგო  სამედიცინო ზომების და განსაკუთრებით, ახალი თაობის ეფექტური ვაქცინების შემუშავების  მიმართულებით.  აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჯილეხით ადამიანთა ბუნებრივად დაინფიცირების  შემთხვევები ძალიან იშვიათია, რის გამოც ძალზე მწირია ინფორმაცია ჯილეხის გამომწვევის საწინააღმდეგოდ ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული იმუნური პასუხის შესახებ.

ამავდროულად, საქართველოსა და თურქეთში ყოველწლიურად აღირიცხება   ბუნებრივად (ძირითადად ავადმყოფი ცხოველებიდან და იშვიათად უშუალოდ ნიადაგიდანაც) დაინფიცირებული ჯილეხის   50-100 და მეტი შემთხვევაც ადამიანთა შორის. ეს უკანასკნელი,   ინგლისელ, ამერიკელ, თურქ და ქართველ მეცნიერთა გამოცდილებასთან ერთად გვაძლევს   უნიკალურ   შესაძლებლობას   სიღრმისეულად   გამოვიკვლიოთ

ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი ჯილეხის ბუნებრივი ინფექციის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ჯილეხის გამომწვევებზე, წლების მანძილზე იცრებიან საბჭოთა (ამჯამად რუსეთის)  წარმოების  ვაქცინით  და  მათი  იმუნური  პასუხის  შესწავლაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია. ამ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის შექმნას, რომელსაც მყარი და გრძელადიანი იმუნიტეტის გამომუშავების უნარი ექნება.

ახალი თაობის ვაქცინების შექმნაში თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ისეთი ენდემური ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველო ან თურქეთია, სადაც ეს ვაქცინები დაიცავს რისკის ქვეშ მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად ფერმერებს ან ყასბებს, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მისი პარტნიორი და სხვა ქვეყნების მოსახლეობის დასაცავადაც ჯილეხის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, შესაძლო გამოყენების შემთხვევაში. ამასთანავე, ამ ერთობლივი კვლევის შედეგად შეიქმნება რეგიონული მნიშვნელობის მაღალკვალიფიციური იმუნოლოგიური კვლევითი ცენტრი/ჯგუფი, ინფექციური დაავადებების და მათი თავიდან აცილების გზების თანამედროვე მეთოდებით შესასწავლად.

http://www.ncdc.ge

2013.10.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006