logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მე-9 საავადმყოფოს კონკურსში "ახალმა სტილმა" გაიმარჯვა

მე-9 საავადმყოფოს პრივატიზაციაზე გამოცხადებულ კონკურსში კომპანია "ახალმა სტილმა" გაიმარჯვა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის კახა დამენიას თქმით, ინვესტორმა ვალდებულება აიღო 815 საწოლის მშენებლობაზე, რომელიც 36 თვის განმავლობაში დასრულდება. კონკურსში მონაწილეთა საინვესტიციო წინადადებები ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 2 მაისს გაიხსნა. სს "დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტი, ყოფილი ყელ-ყურ-ცხვირის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის შენობა, შპს "აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის სამეცნიერო ცენტრის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის დასაუფლებლად განაცხადები ოთხმა კომპანიამ "პსპ"-მ, "ახალმა სტილმა", "ავერსმა" და "კიდმა" წარადგინეს. ბოლო ორი კომპანია კონკურსს გამოეთიშა, რადგან, სამინისტროს ინფორმაციით, მათი შეთავაზება სატენდერო პირობებს არ აკმაყოფილებდა.
საკონკურსო პირობების მიხედვით, ინვესტორს უნდა უზრუნველეყო ერთი 300-საწოლიანი მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური ჰოსპიტალის მშენებლობა დიღმის კლასტერში, რკინიგზის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ასევე მშენებლობა 100-საწოლიანი ჰოსპიტალის რუსთავში, 25-საწოლიანის ამბროლაურში და 15-15-საწოლიანი ჰოსპიტალის - თეთრიწყაროში, ცაგერსა და თიანეთში. გარდა ამისა, უნდა განხორციელდეს მე-9 საავადმყოფოს შენობის რესტავრაცია, რადგან ობიექტს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ინტერპრესნიუსი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006